შვიდადგილიანი მანქანები დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებში, ვისაც დიდი ოჯახი ჰყავს და ხშირად უწევს მათთან ერთად გადაადგილება. ასევე, ამხელა ტევადობის მანქანა მოსახერხებელია რამდენიმე მეგობრის ერთად სამოგზაუროდაც. ერთი სიტყვით, მანქანაში მეტი სივრცის ქონა ცუდი აზრი, ალბათ, არასოდესაა.
ბრიტანული გამოცემა autoexpress გვთავაზობს 7-ადგილიანი მანქანების სიას, რომელშიც თავმოყრილია ის ავტომობილები, რომელთა ყიდვაც 2023 წელს ღირს:
Skoda Kodiaq
2022 წელს Skoda Kodiaq-ზე ბევრი დადებითი შეფასება გაკეთდა და არაერთ გამოკითხვაშიც დაიკავა პირველი ადგილი, როგორც საუკეთესო SUV-მა. მას გარეგნულად დახვეწილი და აეროდინამიკური იერი აქვს, ინტერიერი კი ფართო და ტევადი, რაც ელეგანტურობასაც ანიჭებს და თან ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ ავტომობილთა რიცხვშიც შედის.
Audi Q7
Q7 პრემიუმ SUV-ების კლასში გადის. მისი ინტერიერი ძვირადღირებულია და მდიდრულად არის მოწყობილი, ხოლო სენსორული ეკრანები მას მაღალტექნოლოგიური მანქანის ელფერს ანიჭებს. 7 ადგილი, რომელიც კომპაქტურადაა განლაგებული, უკანა რიგებში უფროსებსაც კი კომფორტულად განლაგების საშუალებას აძლევს.
Dacia Jogger
ის საშუალო დონის სუპერმინი მანქანად ითვლება, თუმცა 7-ადგილიანი მანქანების კატეგორიაში ღირსეულ ადგილს იკავებს. მიუხედავად სიდიდისა, მას აქვს კარგი სიმძლავრე და მართვის დახვეწილი მახასიათებლებით გამოირჩევა.
SEAT Tarraco
SEAT-მა თავის SUV-ში ოჯახური სივრცე და მრავალფეროვნება შექმნა. გამორჩეული დიზაინითა და სპორტული დინამიკით მან ამ კატეგორიის ერთ-ერთი ჰიტი შემოგვთავაზა.
Kia Sorento
გამორჩეული ექსტერიერი და მაღალი დონის ინტერიერი – ავტოექსოერტები ამ მანქანას ასე ასახელებენ. ამ ყველაფერთან ერთად ის საოჯახო SUV-ია, რომელიც კომფორტულად იტევს შვიდ ზრდასრულ ადამიანს.
Land Rover Discovery
ფუფუნების, კომფორტის, პრაქტიკულობისა და გამავლობის შესაძლებლობების შერწყმით, ეს არის საოჯახო მანქანა ყველა სეზონისთვის. ამასთან, მას აქვს უახლესი Pivi Pro საინფორმაციო-გასართობი სისტემა, რომელიც მანქანის შვიდივე მგზავრს განწყობას აუმაღლებს მთელი მგზავრობის განმავლობაში.
Peugeot 5008
სიაში მოხვდა Peugeot-ის ყველაზე საოჯახო მოდელიც. ის გამორჩეული სტილით იწონებს თავს და უმაღლეს ხარისხს უახლეს ტექნოლოგიასთან ერთად უამრავი მოსახერხებელი საცავი აქვს.
Citroen e-Berlingo XL
Citroen e-Berlingo XL არის MPV და არა SUV, მაგრამ ამ ორ კლასს იმდენი საერთო თვისება აქვს, რომ სისულელე იქნებოდა ერთის განხილვა და არა მეორის. e-Berlingo ისეთივე პრაქტიკულია, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილები. ის დაფუძნებულია ფურგონის პლატფორმაზე და გარეგნულადაც ფურგონს ჰგავს. თუ ეს სტილი თქვენთვის მისაღებია, მაშინ Citroen e-Berlingo XL კარგ მეგზურობას გაგიწევთ.
Volvo XC90
ძნელი დასაჯერებელია, რომ სიმპათიური Volvo XC90 უკვე შვიდი წლისაა. 2015 წელს, დებიუტის შემდეგ, როდესაც ის წლის ავტო ექსპრეს მანქანად დასახელდა, სცენაზე კი მრავალი კონკურენტი გამოვიდა, ის მაინც სასურველ მოდელად რჩება.
მისი დიზაინი მინიმალისტურია, რაც სხვა მანქანებისგან განასხვავებს, თუმცა ვისაც ეს სტილი მოსწონს და თან 7-ადგილიან მანქანას ეძებს, გამძლეობითა და მოქნილი მართვადობით, იდეალური ვარიანტია.
Mercedes GLB/EQB
GLB შეიქმნა როგორც შემცირებული G-კლასი. მისი ინტერიერი შეესაბამება ბრენდის ხარისხისა და ტექნოლოგიის მაღალ სტანდარტებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ როგორც მისი მთავარი კონკურენტის, Discovery Sport-ის შემთხვევაში, GLB-ის მესამე რიგის სავარძლები ნამდვილად მხოლოდ ბავშვებისთვისაა შესაფერისი.