in

7 მარტივი წესი მსმენელის წინაშე საინტერესოდ გამოსვლისთვის

ნებისმიერი პრეზენტაციის დანიშნულებაა მსმენელის დარწმუნება. ინტერესი პუბლიკის მხრიდან გაცილებით მეტია. როცა განსახილველი თემა სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, გადმოცემულია მსუბუქად, გასაგები ენით. მთავარია, მთელი პრეზენტაციის მსვლელობისას მსმენელი აქტიურად იყოს ჩართული. 

1. პრეზენტაციის შესავალი – მსმენელის ყურადღება უნდა მივიქციოთ გამოსვლის დასაწყისშივე, განსახილველი თემა რაც შეიძლება საინტერესოდ მივაწოდოთ.

2.შინაარსის გადმოცემა – ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო, ლაკონური და  მხოლოდ ძირითადი თემის გარშემო. კონცენტრირებას ვაკეთებთ აუდიტორიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

3. გასაგებად საუბარი  – მსმენელთან დიალოგისთვის აუცილებელია ტექსტი არ გადავტვირთოთ ვიწრო სპეციფიკის ტერმინებით, სლენგით ან ისეთი ჟარგონული გამონათქვამებით, რაც დამსწრეთა შორის შესაძლოა გაუგებარი აღმოჩნდეს.

4. საუბრის მანერის შერჩევა –  ზომიერი ხმის ტემბრი და მეტყველება, კარგად მორგებული მიკროფონი, დამაჯერებელი ტონი, წელგამართული პოზა და ოპტიმისტური გამომეტყველება მსმენელეზე სათანადო ზეგავლენის მოხდენის შემადგენელი კომპონენტებია, საუკეთესო შედეგი გარანტირებულია, როცა ვსაუბრობთ დინჯად, ფაქტებზე დაყრდნობით, გამოვხატავთ თბილ ემოციებს მსმენელის მიმართ და საჭიროებისამებრ ვიშველიებთ თემასთან დაკავშირებულ მსუბუქ იუმორს.

5. მხედველობითი კონტაქტი – აუდიტორია დიდად აფასებს როცა ის ყურადღების ცენტრშია. ამიტომაც პერიოდულად უნდა მოვახერხოთ თვალის ერთი გადავლებით მოვიცვათ მთელი პუბლიკა.

6. დამხმარე თვალსაჩინოება – ნებისმიერი მასალა, რითაც გვიადვილდება სათქმელის მიწოდება ან/და უკეთ წარმოჩენა უნდა იყოს ხარისხიანი, ორთოგრაფიულად გამართული და სტილისტურად დახვეწილი. მიზანშეწონილია, რომ შრიფტი და გაფორმების სხვა დეტალები გამოვიყენოთ მხოლოდ ძირითად ასპექტებზე ყურადღების გასამახვილებლად. გადატვირთული ან ბუნდოვანი მასალა აუდიტორიას აღიზიანებს.

7. პრეზენტაციის დამთავრება – გამოსვლის დასრულებამდე უნდა შევაჯამოთ  საუბრის თემა ლოგიკური დასკვნების ჩამოყალიბებით. მადლობას ვუხდით მსმენელს და ოპტიმისტურად გამოვხატავთ მზაობას შეკითხვებზე საპასუხოდ.

 და კიდევ ერთი საყოველთაოდ აღიარებული სასარგებლო რჩევა, ე.წ. „სამთა წესის“ გამოყენება, რომლის მიხედვითაც:

1. ვამბობთ,  რაც უნდა ვთქვათ

2. ვამბობთ სათქმელი

3. ვამბობთ, რაც უკვე ვთქვით.

ბიზნეს–პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა თუ ნებისმიერი მოლაპარაკება ეფექტურია, როცა ზედმიწევნით კარგად ვიცით, რაზე ვსაუბრობთ, როცა ვეუბნებით მსმენელს რაც არის მისთვის საინტერესო და ცხადია, ვარწმუნებთ, ნათქვამის მართებულობაში.

ჩვენი საუბრის მიზანია მსმენელის დაინტერესება და ყურადღების მიქცევა, ხოლო მისგან სათანადო გადაწყვეტილების მიღება იმის მიხედვით ხდება, რამდენად შევძელით სასურველი შთაბეჭდილება მოგვეხდინა.

ჯერი თქვენზეა, საინტერესეო პრეზენტაციებს გისურვებთ.

 

მოამზადა მაკო ჯაოშვილმა

Exclusive Interview with Annemie Ress

როგორ გაჩნდა “ფასდაკლება შენს ხელში”