28
Dec
2017

შობას „რესპუბლიკაში“ ბექა გოჩიაშვილისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება

28 Dec 2017

7 იანვარს, შობას, ახალი მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ ბექა გოჩიაშვილს და მის ამერიკულ ბენდს უმასპინძლებს. მუსიკოსები სპეციალურად ამ დღისათვის შექმნილ პროგრამას წარადგენენ.

 

ბენდის შემადგენლობა ასეთია: ბექა გოჩიაშვილი – ელექტრო პიანო, სინთეზატორი; Rasar Amani – MC/რეპერი; Elena Pinderhughes – ვოკალი, ფლეიტა; Matt Ramsey – ბასი; Frank Moka -პერკუსია; Mike Mitchell – „დრამი“.

მუსიკალური პროგრამა ჯაზ ფანკის, fusion-ისა და ჰიპ-ჰოპის სინთეზს მოიცავს. პიანისტი და მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი ამბობს, რომ ამერიკულ ბენდთან კოლაბორაცია ქართველი მსმენელისთვის ძალიან შთამბეჭდავი იქნება.

ორგანიზატორების თქმით, „რესპუბლიკას“ საღონიძიებო დარბაზი არის უნიკალური, ორდონიანი სივრცე საუკეთესო აკუსტიკური მახასიათებლებით:

„ღონისძიებაზე, 500 სტუმარს ვუმასპინძლებთ. ბილეთები იყიდება tkt.ge-სა და ფილარმონიის სალაროებში. გვაქვს ორი კატეგორიის ბილეთები: დასაჯდომი და დასადგომი; შესაბამისად, განსხვავებულია ფასებიც – დარბაზის „პირველ დონეზე“ განთავსდება მაგიდები და VIP „ლაუნჯები“, რომელთა ბილეთის ღირებულებაში შედის საშობაო სუფრა „წინანდლის მამულის“ ღვინოებით.”

ეს „რესპუბლიკას“ ღონისძიებათა სერიის პირველი კონცერტია, რომელიც Silk Road Group -სა და Club Iveria-ს ერთობლივი პროექტია. პროექტის მხარდამჭერია თიბისი სტატუსი, მედია პარტნიორი Marketer.ge. პროგრამის მიხედვით, მულტიფუნქციურ სივრცეში მთელი წლის მანძილზე, დაგეგმილია რამდენიმე კონცერტი და შოუ.

 

განხილვა