in ,

7UP-ის განახლებული აიდენტიკა

უალკოჰოლო გაზიან სასმელებში რიგით მეორე ბრენდმა PepsiCo – 7Up აიდენტიკა განაახლა. ცვლილებები ბრენდის პოზიციის ცვლამ მოიტანა, რომელიც ახლა ასე ჟღერს “ნონკომფორმიზმი და ორიგინალურობა”.

BOG
BOG

ბოთლის რედიზაინზე  PepsiCo-ს დიზაინის და ინოვაციების ცენტრმა იმუშავა. ცენტრმა აიდენტიკასთან ერთად ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიაც შეიმუშავა.

პირველად განახლებულ ბრენდს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ნახავენ.  დიზაინის და ინოვაციების ცენტრი შეეცადა ბრენდის ისტორია შეენარჩუნებინა და ამავდროულად სიახლე შეეტანა, რომელიც  7UP-ზე მორგებული იქნებოდა.

7up

 

7UP-ის გლობალური კამპანია “Feels Good to Be You” 140 ქვეყნის დაპყრობას აპირებს. კამპანია ორი სარეკლამო რგოლისგან შედგება. ორივე ვიდეო 7UP-ის განახლებული პოზიციის ჩარჩოშია მოქცეული: პირველი ვიდეო ანიმატორზეა, ხოლო მეორე თავისუფალ არტისტზე.

მიუხედავად განახლებისა, 7UP-ი მომხმარებლის მოხიბლას მოძველებული სლოგანით ცდილობს “ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველა განსაკუთრებული”. მსგავსი შინაარსის სლოგანს ბევრგან წააწყდებით, ფორმა კი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვაა. გამეორების მიუხედავად, მაინც არავინ არის უარზე კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ის განსაკუთრებული ნიჭის პატრონია.

http://youtu.be/AWAGSJ44fbI

http://youtu.be/zoF4cUU5oRE

 

რაც შეეხება 7UP-ს ის 1920 წელს ჩარლს ლეპერ გრიგმა, 11 სხვადასხვა ფორმულის გამოცდის შემდეგ შექმნა, სასმელი დასაწყისში კომპანია  “The Howdy Corporation” ეკუთვნოდა. 1929 წელს სასმელმა საბოლოო ფორმულა “ლიმონი+ლაიმი” მიიღო და საკმაოდ გრძელი სახელწოდებით  იყიდებოდა “Bib-Label Lithiated Lemon-Lime Soda”. დაახლოებით 6 წელიწადში სასმელი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რის გამოც გრიგმა მისი სახელი გაამარტივა და 7UP დაარქვა.  სიტყვა UNCOLA-ს გამოჩენაც 7Up-ს უკავშირდება. პირველად სწორედ მათ გამოაცხადეს, რომ არ აპირებდნენ კოკა-კოლასთვის კონკურენციის გაწევას.

1950 წელს 7UP-ის ფორმულაში ლითიუმის ციტრატი შედიოდა, რომელიც “გამამხიარულებელ” პრეპარატადაა ცნობილი. 2006 წელს ფორმულა სრულ ცვლილებას გადის და სასმელს 100 % ნატურალურის სტატუს აძლევენ. სწორედ ამ წარწერის გამო მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ცენტრმა ბრენდს სასამართლოში უჩივლა. წარწერა 100% ნატურალური, 100% ნატურალურმა გემომ შეცვალა.

რაც შეეხება სახელს, თვითონ 7UP-ის ისტორია არავინ იცის.  მხოლოდ ვარაუდია იმის, რომ 7 იმ ინგრედიენტების რიცხვია, რომელსაც სასმელის დამზადების დროს ხმარობენ. სხვები კი ამტკიცებენ, რომ 7 იმ ატომების მასის ჯამია, რომელსაც 7UP-ი შეიცავს.

ბრენდმა რამოდენიმე პატრონი შეიცვალა: ფილიპ მორისი, Dr. Pepper, Cadbury Schweppes და ბოლოს გამყიდველის სტატუსი PepsiCo-ს ერგო.

 

ქართული ბრენდები კონკურენტის ფერებში! – ექსკლუზივი მარკეტერზე

ჰოლივუდის ვარსკვლავები ებოლას წინააღმდეგ