8 იანვარს GEM fest წარმოგიდგენთ dOP live-ს, რომელიც გაიმართება თბილისის ერთ-ერთ საინტერესო სახელოვნებო სივრცეში Elektrowerk. ეს სივრცე ძირითადად ცნობილია SMOG at Elektrowerk – ის ივენთებით. Elektrowerk გამოირჩევა ავთენტური, ვინტაჟური და ინდუსტრიული გარემოთი. ინტერიერი განიცდის ძველი საბჭოთა ელექტროძრავის ქარხანულის სტილის გავლენას და იგი აღჭურვილია პრემიუმ კლასის ხმის სისტემით.
dOP ელექტრონული მუსიკის პარიზული პროექტია, რომელიც სამმა მეგობარმა დააფუძნა 2006 წელს. Damien Vandesande, Clément Aichelbaum და Jonathan Illel-ს ერთმანეთთან მუშაობის დიდი გამოცდილება მანამდეც ჰქონდათ, თუმცა dOP მათი ყველაზე წარმატებული პროექტია. მეგობრების პირველი ერთობლივი მუსიკალური პროექტის “France MusicDay”-ის დებიუტი შედგა 1994 წელს, რომლის შემდეგაც მეგობრებმა სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ბენდ პროექტებში განხორციელეს თავიანთი დააგროვილი კოლოსალური გამოცდილება.
Hip Hop-ის, როკის და ელექტრონული გავლენებით dOP-მა რელიზების გაკეთება 2007 წელს დაიწყო და მას შემდეგ მათი მუსიკა ისეთ ლეიბლებზე გამოდის, როგორებიც არიან :Circus Company, Milnor Modern, Eklo, Supplement Facts. აქტიური პროდუსერული საქმიანობის პარალელურად dOP გამოირჩევა ლაივისადმი სპეციფიკური მიდგომით, რაც მუდმივ იმპროვიზაციასა და სიახლის ძიებაში გამოიხატება, რის გამოც ისინი წლების მანძილზე აქტიურად მოიხსენიებიან Resident Advisor-ის მკითხველთა ფავორიტ ლაივ აქტებს შორის. dOP- ის სადებიუტ სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Greatest Hits მათ მშობლიურ ლეიბლ Circus Company-ზე გამოვიდა 2010 წელს და ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა. პროექტი დღემდე აქტიურად მუშაობს სტუდიაში და ატარებს ტურნეებს.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/732AZH