18
Dec
2018

8 წიგნი, რომელიც ყველა ანტრეპრენუარმა უნდა წაიკითხოს 2019 წელს

18 Dec 2018

ამბობენ, რომ დირექტორთა უმრავლესობა, თვის განმავლობაში, ოთხ-ხუთ წიგნს კითხულობს. ეს არაა ცოტა. შესაძლოა, საკითხავად დროს ვერ პოულობთ, თუმცა შერჩეული გაქვთ ორიოდე საინტერესო წიგნი ბიზნესის შესახებ, რომელსაც სიამოვნებით გაეცნობოდით მომდევნო წელს. საახალწლო უქმეები იდეალური დროა ახალი წიგნის დასაწყებად, ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, შთაგონების საპოვნელად…

pasha-statiebi
pasha-statiebi

გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს ძალიან გამოადგებათ.

დაკარგული და დამფუძნებელი – რენდ ფიშკინი
რენდ ფიშკინის ამ წიგნში ამოიკითხავთ ტექნოლოგიური სტარტაპერის ახლებურ ხედვას ცხოვრების მიმართ. ავტორმა ფარდა ახადა სინამდვილეს და დაგვანახა სტარტაპების ომი, სამყაროში თავის დასამკვიდრებლად. საინტერესოა, რომ რენდის რჩევები სასარგებლოა იმის მიუხედავად, რა ტიპის ბიზნესი და ინდუსტრია გაინტერესებთ. წიგნის ნახვა Amazon-ზე.

ფასწარმოქმნის სტრატეგია და ტაქტიკა – თომას ტ. ნეგლი და გეორგ მიულერი

შესაძლოა ეს სათაური ყველაზე მიმზიდველი არაა. თუმცა, ფასწარმოქმნა და მოგება ნამდვილად აინტერესებს ყველა ანტრეპრენუარს. წიგნში გაცილებით მეტია ნათქვამი თავად სტრატეგიაზე, ვიდრე უბრალოდ, ხარჯების დაფარვაზე. წიგნი მკითხველს ასწავლის, როგორ მიიღოს საფასო გადაწყვეტილებები. წიგნის ნახვა Amazon-ზე.

შემოქმედებითი მრუდი – ალენ განეტი

ბევრი ადამიანი საკუთარ თავს შემოქმედებითად არ მიიჩნევს. ალენ განეტს თუ დავუჯერებთ, კრეატივი არ არის ექსკლუზიური – კონკრეტულ და სწორ გარემოებაში, ნებისმიერს შეუძლია იყოს შემოქმედებითი. კრეატივის საიდუმლო დახელოვნებაშია და იმ წესებში, რაც წიგნშია აღწერილი. ალენის წიგნი დაგეხმარებათ, შეისწავლოთ საკუთარი შემოქმედებითი მხარე და მისი გამოვლინების გახშირებაში შეგიწყოთ ხელი. წიგნი სავსეა რეალური მაგალითებითა და მათთან დაკავშირებული რჩევებით. წიგნის ნახვა Amazon-ზე.

პრინციპები: ცხოვრება და სამსახური – რეი დალიო

ამ წიგნში ავტორი მსოფლიოს რამდენიმე წარმატებულ კომპანიას განიხილავს. ეს წიგნი დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გულწრფელობა და გამჭვირვალობა, რაც საკუთარი თავისა და სხვების გაგებაში გვეხმარება. წიგნი აღწერს გადაწყვეტილებების მიღებისა და მიზნის მიღწევების იტერაციულ მეთოდებს. წიგნის ნახვა Amazon-ზე.

ქოუჩინგის ჩვევა: ისაუბრე ნაკლები, იკითხე მეტი და შეცვალე შენი ლიდერული მიდგომა სამუდამოდ – მაიკლ ბანგი სტაინერი

წიგნში ძირითადი ყურადღება მენეჯერების სწავლებას ეთმობა. ამგვარად, შვიდკითხვიანი მოდელის საშუალებით, პრობლემის არსის გაგებაა შესაძლებელი. თითოეულ კითხვას თან ერთვის კვლევები და დამაჯერებელი მაგალითები. წიგნის ნახვა Amazon-ზე.

ცუდი სისხლი: სილიკონის ველის სტარტაპის საიდუმლო და სიცრუე – ჯონ კერირუ

“ცუდი სისხლი” ყვება იმ ყველაფერზე, რაც სილიკონის ველზე ეზიზღებათ. კითხვის დროს, სავარაუდოდ, იგრძნობთ უნდობლობასა და აღშფოთებას. წიგნში კომპანიების Enron და Theranos მაგალითებზეა საუბარი. “ცუდი სისხლი” სტარტაპ სამყაროს ჩამთრევ მხარეზე გვიყვება. კითხვის პროცესს თან ახლავს შიში, რომელიც დამახასიათებელია სიტყვა “სტარტაპისთვის” – ესაა შანსის გაშვების საფრთხე. წიგნის ნახვა Amazon-ზე.

ძლევამოსილი: თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის კულტურის შენება – პეტი მაკკორდი

“ძლევამოსილს” სტატიის ავტორი ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად თვლის, ორგანიზაციული კულტურისა და ადამიანების მართვის კუთხით. წიგნი გვთავაზობს სანდო ინფორმაციას Netflix-ის კულტურის შესახებ – თუ როგორ უმაღლებს მოტივაციას თანამშრომლებს. მაკკორდი ირწმუნება, რომ მოტივაციისთვის ყველაზე მთავარი წარმატებაში წვლილის შეტანის განცდაა. რა თქმა უნდა, ფულიც მნიშვნელოვანია, თუმცა, ადამიანები სამსახურში იმისთვის მოდიან, რომ რაღაც აღმატებულში ჩადონ ენერგია. პეტი თვლის, რომ თანამშრომლებს ზრდასრული ადამიანებივით უნდა მოექცეთ, იყოთ მათთან გულღია, გაუზიაროთ პრობლემები და გადაწყვეტილებები. წიგნის ნახვა Amazon-ზე.

ეს მარკეტინგია: ვერ დაგინახავენ, სანამ თავად არ ისწავლი დანახვას – სეთ გოდინი

ეს წიგნი სეთ გოდინის ამბისა და აზროვნების კულმინაციაა – მასშტაბური აზრები, ტაქტიკასა და ამბებს მიღმა. ის გვთავაზობს სრულყოფილ მიმოხილვას არსებულ აზროვნებასა და გამოწვევაზე, ძველ შეხედულებებზე, რაც ახლაც არსებობს მარკეტინგის სამყაროში. შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია, თუკი მარკეტინგთან გაქვთ შეხება. წიგნის ნახვა Amazon-ზე.

წყარო: inc.com



განხილვა