მიიღებს, თუ არა იაპონური კრეატიული სააგენტო Mori Inc-ის ნამუშევარი კანის ლომების ჯილდოს? ადგილი, რომლის ცენტრის გარშემოც Furitsukekagyo air-ის ქორეოგრაფიაა წარმოდგენილი, ორიგინალურად ახდენს კლიენტის – Sansan Inc.-ის პროდუქტის პრომოუთინგს. რეკლამის დებიუტი გასულ წელს შედგა და One Show-ში, კატეგორიაში <Motion Graphics/Single> ვერცხლი მოიპოვა.
სავიზიტო ბარათების გაცვლა არის ბიზნეს ეტიკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ტოკიოში დაფუძნებული კომპანია Sansan ცნობილია ბიზნეს ბარათების პრობლემის მოგვარებით, სკანირების პროგრამით, მონაცემთა შეყვანისა და ინტერნეტზე დაფუძნებული საკონტაქტო მენეჯმენტის სისტემით. ამ სერვისის მომხმარებელთა სეგმენტი არიან ოფისის ის თანამშრომლები, რომლებიც იტანჯებიან პოტენციური კლიენტების ბიზნეს ბარათების უზარმაზარი რაოდენობის შენახვითა და მათი საჭირო დროს გამოყენებით.
იმისთვის, რომ ისარგებლო ამ მომსახურებით, მობილური აპარატის მეშვეობით, უნდა დაასკანერო სავიზიტო ბარათები და შემდეგ, დასკანერებული ფოტოები, ინტერნეტით, გადავა Sansan-ზე, სადაც იქმნება სავიზიტო ბარათის მფლობელის პროფილი .














