ციფრული მარკეტინგის ერთერთი მახასიათებელი ისაა, რომ იგი მუდმივად ვითარდება. ამ განვითარების ძირითადი მიზეზია ტექნოლოგია. დღესდღეობით, არსებობს უამრავი გამოსადეგი მარკეტინგული ხელსაწყო, რომელსაც დეტალურად განვიხილავთ.
CRO აუტომატიზაცია; Figpii
დღესდღეობით, ჩვენ მონაცემთა სიმრავლეს განვიცდით. ვიღებთ უამრავ ინფორმაციას უფასო ციფრული ხელსაწყოებიდან როგორიცაა, გუგლის საძიებო პლატფორმა და ასევე სარეკლამო სივრცებიდან – Google Ads, Facebook, თუმცა საინტერესოა, ამ მონაცემების რა ნაწილს ვიყენებთ?
ძირითად შემთხვევებში, მონაცემთა ერთადერთი გამოსადეგი წყარო არის keyword (საკვანძო სიტყვა). ჩვენ ყველა ხერხით ვცდილობთ გავიგოთ ის keyword-ები, რომლებსაც ხალხი ყოველდრიურად იყენებს რაიმე გამოსავლის ძიებისას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყენებთ მიღებულ მონაცემთა 20%-ს.
Figpii სწორედ ამის შესაცვლელად შეიქმნა. ეს პლატფორმა აგროვებს ინფორმაციას ვებსაიტისა და მისი მომხმარებლების შესახებ, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეცვალოთ ვებგვერდი საჭიროებების მიხედვით და ააჩქაროთ კონვერტაციები. ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი, Figpii იგებს, კმაყოფილია თუ არა მომხმარებელი.
რეკლამის დიზაინი და კოლაბორაციები: Creatopy
ტრადიციულად, თუ სატელევიზიო რეკლამები დიდი ბრენდებისთვისაა, ინტერნეტმა რეკლამირება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. რაც დრო გადის, უფრო მეტი პ;ლატფორმა იქმნება, სადაც რეკლამის განთავსებაა შესაძლებელი.
Creatopy-ში განსხვავებული დიზაინის რეკლამის შექმნა შეგიძლიათ. ეს პლატფორმა იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის ფორმატს ერგება. ასევე, ის გაძლევს საშუალებას შექმნა რეკლამა ჯგუფში, სხვასთან ერთად. Creatopy-ში იქმნება ვიდეო რეკლამებიც, რომლის განთავსებაც უფრო ადვილია.
KEYWORD კვლევის ანალიზი – SE Ranking
ყველაზე დიდ საძიებო სისტემას,Google-ს, აქვს შაბლონების გაანალიზებასა და კავშირების დადგენის მრავალწლიანი გამოცდილება. ამის შედეგად, უმეტეს შემთვევაში, Google-მა ზუსტად იცის, რას ეძებს თითოეული მომხმარებელი და ხშირად მისი შემდეგი შესაძლო ძიებაც კი.
Keyword-ების საძიებო ხელსაწყო SE Ranking ასე მუშაობს: თქვენი სიის ყოველი ქივორდისთვის, ის ეძებს „მონათესავე“ სიტყვებს, იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება URL-ებში.
ამრიგად, ამ ინსტრუმენტს შეუძლია გვაპოვნინოს რელევანტური ქივორდები, რომლებიც შესყიდვის ერთ იტერაციაში გამოიყენება ხოლმე.
თემატური შიდა ბმულები: InLinks
შიდა ბმულების გამოყენების შესაძლებლობას ბიზნესის მფლობელები იშვიათად იყენებენ. InLinks არის სემანტიკური ანალიზის ხელსაწყო, რომელიც გვეხმარება გავაუმჯობესოთ Internal Linking გონივრულად, თემატური შესაბამისობის გათვალისწინებით. სწორედ ეს თემატური შიდა ბმულები ეხმარება Google-ს თქვენი ვებსაიტის თითოეული გვერდის რელევანტურობის ეფექტიანად ინტერპრეტაციაში.
Visualping – კონკურენციის გაძლიერებული მონიტორინგისთვის
ბრენდების უმეტესობა კონკურენტების რეიტინგის გაცნობით შემოიფარგლება. ზოგიერთი ბრენდი კი უფრო შორს მიდის და აკვირდება, რამდენად ხშირად მოიხსენიებენ კონკურენტებს სოციალურ ქსელებში.
Visualping-ის გამოყენებით კონკურენტების დაზვერვა საგულდაგულოდ შეგიძლიათ, მათი Google-ის Knowledge Panel-ით დაწყებული, სოციალური მედიის გვერდებით დამთავრებული.
SEO-ს ავტომატიზაცია სწორად WebCEO-ს დახმარებით შეგიძლიათ
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგიერთი პროცესის ავტომატიზება შესაძლებელია და სწორედ ამისთვის გამოიყენება WebCEO. ესაა ხელსაწყო, რომელიც SEO-ს ავტომატური რეპორტინგისთვის, თანამშრომლობისა და ამოცანათა ავტომატიზებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
Namify: ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი სახელდებისთვის
ბიზნესისთვის შესაფერისი სახელწოდების მოფიქრება გადამწყვეტი ნაბიჯია და დიდ ძალისხმევას საჭიროებს. სახელის შერჩევისას ხშირად ვფიქრობთ ამ კითხვებზე – დომენურ სახელში keyword გამოვიყენო თუ უფრო ბრენდირების სიმარტივეზე გავაკეთო აქცენტი? იქნებ, ორივე? Namify არის ბრენდის სახელწოდების გენერატორი. ვერსიები, რასაც ის გთავაზობთ არის საკმაოდ რელევანტური და ადვილად დასამახსოვრებელი.
Text Optimizer – კონტენტის ოპტიმიზაციისთვის
კონტენტის შექმნისას, SEO ინდუსტრიაში, ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია keyword-ზე მეტისმეტად ორიენტირებულობა. ეს უხარისხო კონტენტის შექმნის საფუძვლად იქცა. საბედნიეროდ, ეს ტენდენცია იცვლება და ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Text Optimizer მაღალი ხარისხის რელევანტური კონტენტის შექმნაში დაგვეხმარება.
წყარო: convinceandconvert