8 ივლისიდან საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „ლისინ ჯგუფი“ ბათუმში ფერად დღესასწაულს იწყებს, რომელიც მომხმარებლებს ზღვა ემოციის მიღებას ჰპირდება.
ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და 6 ზონას მოიცავს — შესაბამისად, ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი. მაგალითად, თუ გასტრონომიულ მოგზაურობაში გსურთ გადაშვება, მაშინ ფესტივალის კვების ზონა თქვენთვის არის — აქ დაგხვდებათ საქართველოს ყველა კუთხის გასტრონომიული შედევრები, ყველაზე ტკბილი და ფერადი დესერტები, აზიური სამზარეულოს მსოფლიოში აღიარებული კერძები.
ხოლო თუ შოპინგი თქვენი სუსტი მხარეა, ფესტივალის ყველაზე მასშტაბურ შოპინგ ზონას უნდა ესტუმროთ, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები დაგხვდებათ, ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანით.
თან შავი ზღვის სანაპიროზე დაისი განსაკუთრებულად ლამაზია, კარგ დაისს კი კარგი ფილმი უხდება… სწორედ ამიტომ, ფესტივალი ფილმის მოყვარულებს მასშტაბურ ღია კინოთეატრის ზონაში უმასპინძლებს.
ზაფხული, ზღვა და დასვენება, რა თქმა უნდა, მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია — ფესტივალზე ორი სცენა დაგხვდებათ, სადაც ზღვა ემოციების მისაღებად თქვენს გაწყობაზე ლაივ ბენდები, სოლო შემსრულებლები და დიჯეები იზრუნებენ.
ფესტივალს არც პატარა მეგობრები დაავიწყდა — მათთვის სპეციალურად მასშტაბური ზონა იქნება მოწყობილი, სადაც მათ განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, ითამაშებენ ბევრს, გაერთობიან და ისინიც ზღვა ემოციით დაბრუნდებიან სახლში.
მთლიანობაში, ორგანიზატორებმა ფესტივალის მრავალფეროვნებაზე ბევრი იზრუნეს, რათა ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის ერთ სივრცეში საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეეთავაზებინათ. ბათუმის ფესტივალი კი საუკეთესო საშუალება იქნება, კიდევ ერთხელ მოექცეს მსოფლიოს ყურადღების ქვეშ საქართველო და ბათუმი.
ამასთან ერთად, ფესტივალი 400-მდე ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, ზაფხულის ცხელი დღეები კარიერული წინსვლისთვის გამოიყენონ და ბათუმის ფესტივალზე დასაქმდნენ.
ფესტივალი სტარტს 8 ივლისს აიღებს, 16 ივლისს კი გრანდიოზული გახსნა გელოდებათ, სადაც თქვენს გაწყობაზე იზრუნებენ ანსამბლი არსიანი, სოფო ხალვაში ბენდთან ერთად, ბენდი სისაიდი, თამადა, DJ tobako tween და ადგილობრივი დიჯეები ბექა კალანდაძე, ბენე, ჩიკი და Goldman.
არ გამოტოვოთ ზაფხულის მთავარი დღესასწაული — ბათუმის ფესტივალი, ადევნეთ თვალი ფესტივალის გვერდს და მიიღეთ ზღვა ემოცია.
[R]