23
Jul
2019

8 სამსახური, რომელსაც სმარტფონითაც მოერევით

23 Jul 2019

სმარტფონმა სახლიდან მუშაობა ხელახლა განსაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღესდღეობით, როცა დისტანციური მუშაობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თანამედროვე ტექნოლოგია მომუშავეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სახლში ტრადიციულად აღარ იმუშაონ – კომპიუტერით, ტელეფონითა და ბლოკნოტით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დისტანციური მუშაობა არა მხოლოდ დასაქმებულის ინტერესებზეა მორგებული, თავის მხრივ, კომპანიებიც ზოგავენ ამით, ვთქვათ, ოფისის ქირის ფულს. ასეც რომ არ იყოს, ფაქტია და სტატიაც ამ თემას ეძღვნება, რომ სმარტფონით ფულის გამომუშავება შესაძლებელია. ჩვენ გაგიზიარებთ 8 მაგალითს:

ტენიკური მხარდაჭერაპროგამული თუ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურთან სამუშაო გამოცდილება თუ გქონია, ისიც გეცოდინება, რომ როგორც ტექნიკური მხარდაჭერის ექსპერტს, შეგიძლია, მხოლოდ ტელეფონითაც შეასრულო საქმე. Glassdoor – პლატფორმაა სამსახურის მაძიებელთათვის  და მას თუ დავეყრდნობით, დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლებისთვის საშუალო ანაზღაურება, დაახლოებით, $ 35 800 იქნება.

ენის მასწავლებელი

ძალიან ბევრი პროგრამა არსებობს იმისთვის, რომ სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს დაუკავშირდე და უცხო ენა ასე ისწავლო. ერთადერთი უნარი მშობლიურ ენაზე დროებით უარის თქმაა. მან, ვინც ინგლისური კარგად იცის, შეუძლია, პროგრამა NiceTalk-ის დახმარებით, საათში $10 გამოიმუშაოს, თუნდაც, დივანზე წამოწოლილმა.

აპლიკაციის ტესტერიზიხარ და ტელეფონს მთელი დღის განმავლობაში სქროლავ, ხომ? არადა, უბრალოდ, შენი კეთილი ნებით, დამატებითი ანაზღაურების გამომუშავებაც შეიძლება და დეველოპერებსაც კარგ საქმეს გაუკეთებ. პლატფორმა APPNANA.COM-ის გამოყენებით აპლიკაციის ტესტერი ხდები და საჩუქრებსაც იღებ.

დავალების შემსრულებელი
აპლიკაციებით: TaskRabbit და Gigwalk, შეგიძლიათ, სმარტფონის დახმარებით, მინისამუშაოები იპოვოთ თქვენს მიდამოებში და რამდენიმე საათში $100 გამოიმუშაოთ, მაგალითად, ავეჯის გადაზიდვით.

სოციალური მედია ინფლუენსერიიმისთვის, რომ კომპანიები გენდონ და ინფლუენსერობაში ფული გადაგიხადონ, საჭირო აღარაა, ცნობილი ან ტელე-შოუს ვარსკვლავი იყოთ. ბრენდები მეგა ინფლუენსერებიდან ნანო ინფლუენსერებზე გადავიდნენ, რომლებსაც, მაგალითად, 1900 მიმდევარი ჰყავთ, მაგრამ იმ სოციალური წრიდან, რომელიც ნამდვილად ბრენდის სეგმენტია.

უფროსი ტელეფონის ოპერატორი

დიახ, ინტერნეტ ეპოქაში უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა არაერთი ადამიანი დღემდე სარგებლობს სექსტელეფონის მომსახურებით. თუ მზად ხარ ცოტა უცნაური დიალოგისთვის, შეგიძლია, საათში $35 გამოიმუშაო. უბრალოდ, გახსოვდეს, რომ შენი სამუშაო საათები, უმეტეს შემთხვევაში, უფრო გვიან იქნება.

ბაზრის მკვლევარი

თუ „ცივი ზარი“ (გამყიდვლისა ან ბროკერის პოტენციურ კლიენტთან ზარებისა ან ვიზიტების პრაქტიკა წინასწარი შეთანხმებულობის გარეშე, მხოლოდ გამყიდვლისა ან ბროკერის ინიციატივით) შენთვის გამაღიზიანებელი არაა, რატომაც არა, ცადე ბაზრის მკვლევარობა. პროდუქტებიდან კომპანიის პოლიტიკამდე კვლვაში, ფულის გამომუშავებაც შესაძლებელია.

ონლაინ გამოკითხვაონლაინ გამოკითხვები მარტივი სამუშაოა, როცა რეგულარული სამსახურიდან თავისუფალი ხარ და დრო სხვა საქმისთვის გრჩება. საიტს, როგორიცაა: InboxDollars, შემოთავაზებები აქვს ანაზღაურებადი ონლაინ გამოკითხვებისთვის.

თქვენ რას დაამატებდით?

წყარო: businessinsider



განხილვა