in

„მაზდა ცენტრი თეგეტა“, 8 მარტს, ახალი კამპანიით შეხვდა

„ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, „მაზდა ცენტრ თეგეტამ“ გადაწყვიტა, ქალებისთვის, მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით სავსე დღე ეჩუქებინა.

 

ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე, რომელსაც „მაზდასთან“, ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს, თბილისის ქუჩებში, ამ ბრენდის ავტომობილით ქალებს, მათთვის სასურველ ადგილზე, კომფორტულად გადაადგილებაში ეხმარებოდა, რაც ყველასთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. თუმცა, მათ, მთავარი სიურპრიზი წინ ელოდათ – მგზავრობის დასასრულს, ყველა მათგანი, „მაზდა ცენტრ თეგეტამ“ („ისი პარისა“ და კურორტ „საირმეს“ ვაუჩერებით) დაასაჩუქრა“.

 

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი მიზანი, 8 მარტის მილოცვის გარდა, პოზიტიური და დადებითი ემოციების გაზიარება იყო იმ ქალებისთვის, ვისთვისაც კვირა დღე მუშაობით, სეირნობით ან თუნდაც, ვარჯიშით დაიწყო.

„აქტივობის მთავარი მოქმედი გმირები ქალები არიან, ვინც „მაზდას“  ბრენდის შემადგენელი და მამოძრავებელი ძალაა.

რა თქმა უნდა, „მაზდა ცენტრ თეგეტამ“ საჩუქრები და სპეციალური შეთავაზებები ავტომობილის შეძენის მსურველებისთვისაც გაითვალისწინა და მთელი მარტის განმავლობაში, თავის მომხმარებლებს ,სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება“.

[R]

3 ტრენდი, რაც e-commerce ბრენდებმა უნდა გაითვალისწინონ, 2020 წელს

“ვფიქრობთ, თბილისის განწყობის დაჭერა და აღწერა ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია” – კოლექტივი #თაობა