ეკონომიკური არამდგრადობა კი გვაწუხებს, მაგრამ ფასდაკლებების სეზონიც მალე იწყება, აქ კი რეკლამის განმთავსებლებს ერთი კითხვა აქვთ — რამდენად იმუშავებს საუკეთესოდ მათთვის ჩვეული ტაქტიკები? ციფრული მარკეტინგისთვის აშკარაა, რომ ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, ამიტომ კვლავ იმ გზის გაგრძელებას აპირებენ, რომელსაც საკმაოდ კარგად იცნობენ.
1. გამოიყენეთ საკუთარი მონაცემები
საუკეთესო მხოლოდ თქვენი მონაცემებია. დააკვირდით წინა წლის შედეგებს, ისეთ საზომებს, როგორებიცაა cost per click, cost per thousand impressions (CPM), brand impressions, site sessions და conversion rates. ეს დაგეხმარებათ არსებული ტრენდების გამოვლენასა და პოსტპანდემიური სიტუაციების გათვალისწინებაში.
2. დაეყრდენით თქვენი პლატფორმისა და სააგენტოს წარმომადგენლებს
მარტივია იმით მოხიბვლა, რასაც ხედავთ ან ადრე დაგინახავთ თქვენს საქმიანობაში. ეს მნიშვნელოვანიცაა, მაგრამ ყურადღების გამახვილება მსოფლიოს ფართო ნაწილზე მოულოდნელ გამოწვევებს ზღუდავს. აქ კი პლატფორმისა თუ სააგენტოს წარმომადგენლები საუკეთესო პოზიციას იკავებენ, რათა მოგაწოდოთ ინსაითები, თუ როგორ იქცევიან მომხმარებლები პლატფორმებზე და რას აკეთებენ კონკურენტები.
3. ისარგებლეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ხელსაწყოებით
მონაცემების უწყვეტი ნაკადით და მანქანური სწავლების წინსვლით პლატფორმების ხელსაწყოების ადაპტირებისა და გამოყენების შესაძლებლობებიც გაფართოვდა, ეს კი ბიუჯეტირებასა და წინასწარი პროგნოზების გაკეთებაში დაგეხმარებათ.
4. დაგეგმეთ
მედიისა და ბიუჯეტის გეგმების წარდგენის შემდეგ, შეგიძლიათ თქვენი მომავალი დაგეგმვის სესიები თქვენივე სტრატეგიისთვის გამოიყენოთ, რის შემდეგაც ე. წ. პიკის სეზონში მყარი სამოქმედო გეგმით შესვლასა და ყველა დაინტერესებული მხარის დაკმაყოფილებას მოახერხებთ.
5. განსაზღვრეთ თქვენი მიზნები
თქვენთვის სასურველი შედეგების განმარტება დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რაში დახარჯოთ ფული და რა ტიპის შეთავაზებებს მიმართოთ.
6. იცოდეთ, როდის უნდა შეჩერდეთ
არ არსებობს მიზეზი, რის გამოც კონკურენცია უნდა გაუწიოთ რეკლამის განმთავსებლების დიდ ნაკადს ე. წ. ძვირიან დღეებში, თუ თქვენი აუდიტორია მასში არ ერთვება. განიხილეთ აქტივობის შეჩერება, თუ ისტორიული მონაცემები ცუდ შედეგებზე მიგითითებთ. შეინახეთ თქვენი ბიუჯეტი იმ დროისთვის, როცა თქვენი სამიზნე აუდიტორია სამსახურიდან ან სკოლიდან სახლში დაბრუნდება.
7. მოემზადეთ უცნობისთვის
კრიზისს თან ახლავს უცნობი გამოწვევები, ამიტომ მისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. იცოდეთ, როდის დაიხიოთ უკან და დაგეგმეთ, რომელი კამპანიები დაგეხმარებათ შედეგების მიღწევაში ან რომლის შეჩერებაა უკეთესი მეტი ეფექტურობისთვის.
8. დროა
დიახ, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ მომზადება დაიწყოთ, დაუკავშირდეთ დაინტერესებულ მხარეებს, განსაზღვროთ მიზნები, ჩამოაყალიბოთ სცენარები და გაანალიზოთ ისტორიული შედეგები. ციფრების მიღმა ადამიანები არიან. მომხმარებლებს ცუდ დროსთან უწევთ გამკლავება, ამიტომ თანაგრძნობა დღეს პრიორიტეტული უნდა გახდეს.