in

8 წუთი POPXSpotlight-ზე!

წარმოიდგინეთ თქვენი ბოლო 8 წუთი… წარმოიდგინეთ, რა მოხდება მზე რომ ჩაქრეს? ქართული აპოკალიფსური მოკლემეტრაჟიანი ფილმის “8 წუთი” პრემიერა, ექსკლუზიურად, POPXSpotlight-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ POPXSpotlight, 18 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო Radisson-ში გაიმართება. ღონისძიებას „მარკეტერი“ და Europebet-ის მულტიმედია პლატფორმა POP X წარმოგიდგენთ.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/spotlightge/videos/352941808586262/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

შეგახსენებთ, რომ ფილმმა “8 წუთი” არაერთ კინოფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვა: მათ შორის, პორტუგალიის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, საუკეთესო სცენარისთვის, მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, რითაც ოსკარის კვალიფიკაცია მიიღო. სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად აღიარეს.

რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი; სცენარისტები: მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე; პროდიუსერები: გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი.

გამოვიდა Toy Story 4-ის მეორე თიზერი

შემოქმედება, რომელიც არასდროს სრულდება – ლუნა მორერის განვითარებადი ხელოვნება