in

“8 წუთმა” ინდოეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “8 წუთი” ინდოეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა. ეს მისი მეშვიდე გამარჯვებაა საერთაშორისო ასპარეზზე. აქამდე ფილმს ასევე აქვს მოპოვებული გამარჯვება მანჰეტენის კინოფესტივალზე. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს ბაქოს საერთაშორისო კინოფესტივალშიც, რომელიც 14-17 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მისი პრემიერა საქართველოში 18 ნოემბერს, POPXSpotlight-ზე გაიმართება.

“ინდოეთის საერთაშორისო კინოფესტივალი (Virgin Spring Cinfest) ჩატარდა კალკოტაში. ჩვენ გავიმარჯვეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში და ავიღეთ ოქროს მედალი. ასევე, ნოემბრის ბოლოს მივდივართ ინდოეთში, სადაც გადაწყდება ვინაა მთლიანი წლის გამარჯვებული. ბაქოში ტარდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი და ამჟამად აქ ვიმყოფებით. 450 ფილმიდან დაახლოებით 40 ფილმში მოვხვდით“, – ამბობს ფილმის პროდიუსერი გეგა ხმალაძე. 

“8 წუთი” წარდგენილია ასევე ორ კინოფესტივალზე:

Beveren International Film Festival (ბელგია)
The St. Lawrence International Film Festival (აშშ)

Instagram-ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ნახონ რა დროს ხარჯავენ მასზე

შოკოლატერია „არტიზანში“ საახალწლო მზადება დაიწყო