5
Dec
2018

იანვარ-ნოემბერში, საქართველოში 8 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა

5 Dec 2018

2018 წლის იანვარი-ნოემბერი თვის მონაცემებით, საქართველოში 8.105.829 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია. ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4 486 595 შეადგინა, რაც 659 454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.2%).

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს (ზრდა +19.9%), რაც 468 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

“11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების და ტურისტების მიმართულებით საქართველოში ახალი რეკორდი დაფიქსირდა. საერთაშორისო ვიზიტების რიცხვმა პირველად საქართველოს ისტორიაში გადააჭარბა 8 მილიონს. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან და ზოგადად იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.2%-ით არის გაზრდილი„ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა: რუსეთიდან 1,341,127 (+23.8%), აზერბაიჯანიდან 1,311,907 (+9.8%), სომხეთიდან 1,162,220 (+0.3%), თურქეთიდან 1,031,147 (+11.6%).
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +82%, რუმინეთი +63%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +58%, გერმანია +50%, ლატვია +47%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +32% და სხვა.
შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +117%, ჩინეთი +80%; ბელარუსი +43%, ისრაელი 33%, ყაზახეთი +24%, აშშ +24%.

განხილვა