in

როგორ უნდა მივაწოდოთ უკუკავშირი უკეთესად? — 8 რჩევა

მუშაობისას ხშირად კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება ხდება საჭირო, რაც არც ისე მარტივი საქმეა. ზოგჯერ, შეიძლება, ოთახი შთაგონებულმა დატოვონ, ზოგჯერ კი სრულიად დემორალიზებულნი გავიდნენ გარეთ… ამგვარად, იმას, თუ როგორ მიაწვდით უკუკავშირს თქვენს შემოქმედებით გუნდს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თანაც, ზოგიერთს ამ დროს მოფერება სჭირდება, ზოგიერთს უხეშად რომ ვთქვათ, შეჯანჯღარება ან რაღაც ამ ორს შორის არსებული შთამაგონებელი ვარიანტი. და როგორ უნდა მიაწოდოთ უკუკავშირი მათ? ჩვენ 8 რჩევას გაგიზიარებთ:

გაეცით უკუკავშირი

მას შემდეგ, რაც დახარჯავთ დროს თქვენს იდეებზე მუშაობაზე, მათ განვითარებასა და დახვეწაზე, არაფერი იქნება სიჩუმეზე ცუდი. თქვენი იდეა სადღაც შავი ხვრელისკენ მიიწევს… თუ იგი უკუკავშირის გარეშე კვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს გააზრების, სწავლისა თუ ზრდის შესაძლებლობა. კრეატორებს საერთოდ არაფერს, ცუდი უკუკავშირის მიღებაც კი უნდა ერჩივნოთ.

გააანალიზეთ, რომ ეს რთულია

შემოქმედებითი უკუკავშირის მიცემა ნამდვილად რთული საქმეა… დარწმუნდით, რომ დაადგენთ ყველა კარგ იდეას და იტყვით რაღაც ჭკვიანურს თითოეულზე, რაც, თავის მხრივ, საქმეს გააუმჯობესებს. შემდეგ კი გახსენით კარი მკაფიო გააზრებისთვის. როგორც შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, უკუკავშირი დაახლოებით 20 წუთში უნდა მიაწოდოთ და ეს უნდა გაიმეოროთ თქვენს გუნდებთანაც, რამდენიც არ უნდა იყოს… თუმცა აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ კრეატიულობა სუბიექტურია და აქ სწორი ან არასწორი პასუხები არ არსებობს.

ჯერ სამსახურის უფროსი იყავით, შემდგომ კი ადამიანების

აჩვენეთ, რომ გულწრფელად ზრუნავთ არსებული საკითხების გაუმჯობესებაზე და არა, ძალაუფლებაზე, თქვენი ეგოს გაძლიერებაზე თუ ვიღაცის უფროსობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თქვენი სამსახურია, ეს ადამიანებს სწორ რაღაცებზე ფოკუსირებაში დაეხმარება და დაარწმუნებს კიდეც მათ, რომ თქვენი უკუკავშირი არასწორი არ არის. 

სიტყვები მნიშვნელოვანია

დიახ, იმას, თუ რა სიტყვებით წარმოთქვამთ თქვენს უკუკავშირს, კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. ეს საშინელებაა ნამდვილად არ არის კარგი გზა, უკეთესი იქნება თუ იტყვით: პოტენციალი აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა. ეცადეთ, თავიდან აირიდოთ სიტყვები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანზე…

მოემზადეთ

დარწმუნდით, რომ იცით, რა შეხვედრაზე იმყოფებით, რა დავალებაზეა საუბარი, რომელ ბრიფზე და ჩაატარეთ მცირე კვლევა მომხმარებლის შესახებ. გვიან ფინჯანი ყავით ხელში არ უნდა გამოჩნდეთ და არც ფრთიანი კომენტარების სროლა დაიწყოთ… ბუნებრივია, ეს ადამიანებს აღიზიანებს. თქვენი ინფორმირებულობით კი ჩატარებულ სამუშაოს პატივი უნდა სცეთ.

იყავით ყურადღებით

ნუ შეასრულებთ ერთად მრავალ დავალებას, ნუ უპასუხებთ შეტყობინებებს და ნუ დაიწყებთ მიმოწერას სოციალურ მედიაში. თქვენი უკუკავშირი რეალურ გავლენას დაკარგავს, როგორც კი მას მთლიან ყურადღებას არ დაუთმობთ. 

აჩვენეთ ენთუზიაზმი

იდეები სახალისო ნაწილს წარმოადგენს და მათზე მუშაობა პროცესს გარკვეულ ენერგიასაც მატებს. თუმცა ნუ დაჯდებით და განსჯით ისე, თითქოს სასამართლოში ხართ, თუ რაღაც ნამდვილად მოგეწონებათ, თქვით! მშვიდ და ენთუზიაზმისგან დაცლილ აუდიტორიასთან წარდგენა არავისთვისაა სახალისო…

პოზიტივი ნეგატივს ამარცხებს

თქვენი დამოკიდებულება ფილტრია, რომელშიც გავლა თქვენსავე უკუკავშირს უწევს. თუ გულწრფელი და პოზიტიური ხართ, უკუკავშირიც ასეთი იქნება. ხოლო, თუ მუდმივად განსჯით და ნეგატიური განწყობებით ხართ სავსე, უკუკავშირიც შესაბამის სახეს მიიღებს. აქ ყველაფერი ემპათიას ეხება. კარგი იქნება, რომ წარმოიდგინოთ, თავად როგორი უკუკავშირის მოსმენა გესიამოვნებოდათ. 

შესაძლოა, ერთ დღეს თქვენ აძლევდეთ სხვებს უკუკავშირს, მაგრამ შემდგომში თავადვე მიიღოთ იგი… ამიტომ, გახსოვდეთ ეს დინამიკა და დემორალიზების ნაცვლად, ადამიანების მოტივაცია ცადეთ. 



„დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ — ტოიოტას გლობალურ კონკურსზე წარდგენილი საუკეთესო ნამუშევრები საქართველოდან

Bing-ის საძიებო სისტემას პერსონალობის არჩევის ფუნქცია ემატება — რას მოიცავს ის?