in

ყველაზე უნცაური პროფესიები

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები განსხვავებული გზებით ცდილობენ ფულის შოვნას. სტანდარტული ბიზნესის გარდა უამრავი სხვა საქმე არსებობს, რომლითაც არც თუ მცირე შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. არც ერთი მათგანი მხოლოდ თეორემა არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კარგად აპრობირებულია.

ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული 29 წლის ჯეკლინ სამუელია.  მან ჩახუტება მომგებიან ბიზნესად აქცია. ამ ჟესტისთვის  საათში $60 აკეთებს.  ბიზნესს სამუელისთვის თვეში 7 800 დოლარი მოაქვს.

ტექნოლოგიების საუკუნეში ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან. ბევრი მათგანი თითქმის მთელი დღის მანძილზე სოციალურ ქსელებშია. გამოსავალი მანეეშ სეთიმ იპოვა. ამით თავადაც აიმაღლა შრომის ხარისხი და ერთ-ერთი გოგონასთვის ფულის შოვნის უცნაურ გზად აქცია.  იგი საათში 8 დოლარს უხდის ადამიანს, რომელიც  გვერდით უზის და აკონტროლებს, როგორ მუშაობს. რამდენჯერაც სეთი სოციალურ ქსელში შევა,  გოგონას ევალება მას სილა გააწნას.

კიდევ ერთი უცნაური საქმიანობა იაპონიაში იღებს სათავეს. აქ ყურების გასუფთავებას  ბავშვობასთან აიგივებენ და ბევრი მათგანი სურვილს გამოთქვამს ფული გადაიხადოს იმ უზრუნველ დროში დასაბრუნებლად. სწორედ ესაა, რაც სცპეიალურად ამ პროფილის სალონებს ასეთ წარმატებულ ბიზნესებად აქცევს იაპონიაში. საქმიანობა გარკვეულ წილად იმის გამოც არის პოპულარული, რომ სამედიცინო ლიცენზია არ სჭირდება. თუმცა, ქალები, რომლებსაც ამ საქმიანობის დაწყება სურთ,  ერთი კვირა კურსებს მაინც გადიან. საქმიანობისას კი  ტრადიციულ იაპონურ ხელსაწყო „მიმიკაკის“ იყენებენ.

მსოფლიოში ერთ-ერთ უცნაურ “პროფესია”  არც მეტი არც ნაკლები , შიშველი მოსამსახურეა. მომსახურება საათში $100 -ია. დამატებით $50 დოლარის დამატების შემთხვევაში , ორი “მსახური” გეწვევათ.

დღეისათვის იმეილის გამოყენება ძალიან გავრცელებულია, მიუხედავად იმისა რომელ ფონტს ვიყენებთ, ხშირად ეს ყველაერი მოსაწყენი და არაორიგინალური ხდება. კომპანია Epistly გვთავაზობს სერვისს, რომლის მიხედვითაც ისინი “ხელნაწერის” სახით დაწერილ წერილს გაუგზავნიან ადრესატს.

Hangover Heaven არის სერვისი, რომელიც დილის რვიდან შუადღის 3 საათამდე ნაბახუსევს მყოფად ადამიანებს ავტობუსით ემსახურება.   არსებობს ორი ძირითადი პაკეტი,: Redemption მოიცავს ინტრავენურ ჰიდრაციას,  Salvation კი ანთებითი პროცესების მკურნალობას და ვიტამინების მიწოდებას. შეხვედრის დაჯავშვნა შესაძლებელია ვებსაიტით ან ტელეფონის მეშვეობით. როდესაც მკურნალობა დასრულდება, თქვენ იმავე ადგილას ჩამოგსვამენ, სადაც აგიყვანეს.

 

წყარო: www. geobazari.com

გორილა მარკეტინგის ნიმუშები

მარკეტერი თემა

direcTV–მ ბოროტი პერსონაჟების დადებითი მხარე წარმოგვიდგინა