in

8 გზა, თუ როგორ ვიყოთ პროდუქტიულები კორონავირუსის პერიოდში

კორონავირუსის პერიოდში ცხოვრება ყველასთვის ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა. ძალიან ბევრ ჩვენგანს სხვადასხვაგვარ შიშებსა და შეგრძნებებში უწევს ცხოვრება, ხანდახან ისიც გვგონია, რომ იმდენად პარალიზებულები ვართ, ვერაფრის გაკეთებას შევძლებთ, მოტივაცია სრულიად გვიქრება და მონდომება ნულოვან მაჩვენებელზე დადის. ყველაფერი ეს რელევანტურია იმ სიტუაციის, რომელშიც ამ წამს ვართ, რადგანაც ყოველდღიურად ცუდი ამბების ქვეშ გვიწევს ცხოვრება.

თუმცა, იმისთვის, რომ უფრო მეტად არ მოვეშვათ და საკუთარ თავს გამოცოცხლების შანსი მივცეთ, რამდენიმე გზა არსებობს:

მიიღეთ ამჟამინდელი მოცემულობა

ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ძალიან დიდი შანსია, ამ წამს ემოციების მოზღვავებას გრძნობდეთ. ერთ დღესაც თქვენი ცხოვრება შეიცვალა – ოფისში წასვლის მაგივრად დისტანციურად მუშაობაზე გადახვედით, მუდმივად სახლში გიწევთ ყოფნა, სრულიად სხვანაირი რეჟიმი ჩამოგიყალიბდათ თქვენდა უნებურად, რასთანაც შეგუება არც თუ ისე მარტივია.

გაიაზრეთ, რომ თქვენთან ერთად, მთელი მსოფლიო ამ რეჟიმზე გადავიდა. შეიძლება, ეს არანაირ შვებას არ გგვრით, თუმცა, ოდნავ მაინც დაგეხმარებათ იმაში, რომ მიხვდეთ, არსად გასაქცევი გზა არ გაქვთ. ეს სიტუაცია სწორედ რომ დამთრგუნველია, თუმცა ამას უნდა შეეგუოთ. უნდა მიიღოთ მოცემულობა ისეთი, როგორიც არის და რაც უფრო სწრაფად გააკეთებთ ამას, მით უფრო მალე მისცემთ თქვენს გონებას საშუალებას, სხვა რაიმეზე ფოკუსირდეს.

გაიცინეთ

დღევანდელი სიახლეები ძალიან დამთრგუნველია და არც არის იმის ალბათობა, რომ მოკლე ვადაში ცუდი კარგით შეიცვალოს, სწორედ ამიტომ, ნუ შეწყვეტთ ღიმილს და სიცილს და ნუ დაელოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას. ითამაშეთ სხვადასხვა თამაშები ოჯახის წევრებთან ერთად ან მეგობრებთან ერთად ვირტუალურად, უყურეთ გასართობ შოუებს. როდესაც სამყარო მუქი ხდება, სიცილი ერთადერთი გამოსავალია, იგრძნო თავი ოდნავ უფრო კარგად.

მიეცით თქვენს თავს უფლება, გეშინოდეთ

საკმაოდ სტრესულ ვითარებაში ვცხოვრობთ. ნორმალურია, თავს შეშინებულად ან გაბრაზებულად გრძნობდეთ. თუ გეშინიათ, ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი ადამიანი ხართ – ნუ შეგრცხვებათ საკუთარ თავთან და სხვებთან ამის. მთავარი ისაა, ამ უარყოფით შეგრძნებებს როგორ გამოიყენებთ სამომავლოდ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, იგრძნოს ის, რაც უნდა – არ შეაჩეროთ და არ აირიდოთ ეს შეგრძნებები, რადგანაც დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ამ განცდების გავლაც საჭიროა.

გაერთეთ

ეს სიტყვა ამ მდგომარეობაში ცოტა ხმამაღლა ჟღერს, თუმცა, ვირტუალურ სივრცეში საამისოდ მართლაც ბევრი საშუალებაა. გასართობი შოუები, ვირტუალური თამაშები, მეგობრებთან ვიდეოზარები, სერიალები, ფილმები და ა.შ წაიკითხეთ და ნახეთ ყველაფერი, რაც უბრალოდ ღიმილს ან სიცილს მოგგვრით.

იძინეთ საკმარისად

ძილი უზრუნველყოფს ორ მნიშვნელოვან საკითხს: მენტალურ ჯანმრთელობასა და კარგ იმუნურ სისტემას. უფრო მარტივია, გაუმკლავდე ემოციურ და მენტალურ შემოტევებს მაშინ, როცა გონება დასვენებული და ჯანსაღია.

ფსიქოლოგიურ დონეზე, ძილი ეხმარება თქვენს სხეულს, ჰქონდეს ძლიერი იმუნური სისტემა, რომელიც თავის მხრივ ზრდის შანსებს, ვირუსი ან სხვა რაიმე დაავადება მარტივად გადაიტანოთ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე

საკუთარ თავზე ზრუნვა უკანა პლანზე გადადის მაშინ, როცა ჩვენი ნერვული სისტემა სტრესისა და შფოთის ქვეშაა. მოძებნეთ და ჩამოაყალიბეთ საკუთარ თავზე ზრუნვის ყოველდღიური რუტინა და არასდროს დაარღვიოთ ის. თავის მოვლაში ვგულისხმობთ: მედიტაციას, იოგას, აბაზანებსა და სხვა მსგავს პროცედურებს.

ივარჯიშეთ

ბევრი მთავრობა თავიანთ მოქალაქეებს გარეთ გასვლის ნებას რთავს, რათა ივარჯიშონ. ივარჯიშონ იმიტომ, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კარდიოვასკულარული ვარჯიში დაგეხმარებათ, გქონდეთ ჯანმრთელი ფილტვები, ეს კი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კორონავირუსი რესპირატორული დაავადებაა.

ვარჯიში ასევე იმოქმედებს მოდუნებულ სხეულზე დადებითად, რაც ბევრისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც დისტანციურად მუშაობა ხშირად საწოლიდან მუშაობასთან ასოცირდება. თუკი გაქვთ საშუალება და ენერგია, ივარჯიშოთ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

წყარო: Inc



მოწყობილობა, სამუშაო სივრცეში, COVID-19-ით ინფიცირების რისკებისა და კონტაქტების დასადგენად

Let’s #GREENovate! EU4Youth/CENN-ის ახალი პროგრამა სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად