მსოფლიოს ნახვა, მოგზაურობის მოყვარულთა ოცნებაა. Airbnb-მ, როგორც ჩანს, ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაითვალისწინა და ბიუჯეტური პაკეტი შექმნა. კომპანიისთვის, შთაგონების წყარო, ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის ნაწარმოების „80 დღე დედამიწის გარშემო“ გახდა. როგორც თავად ამბობენ, 6-ვე კონტინენტის მოვლა – 18 ქვეყნის 80 დღეში ნახვა შესაძლებელია.

„დაახლოებით, 12 კვირაში შესაძლებელია მსოფლიოს შემოვლა, 18 სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა“. პაკეტის ღირებულება $5,001-ია და ტურისტებს ცენტრალური ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ და ჩრდილოეთ აზიის, აღმოსავლეთ აფრიკის, წყნარი ოკეანის, ამერიკისა და სკანდინავიის ქვეყნებს მოიცავს. უფრო ზუსტად:
- ინგლისი
- რუმინეთი
- უზბეკეთი
- ეგვიპტე
- იორდანია
- ეთიოპია
- კენია
- ნეპალი
- ბუტანი
- ტაილანდი
- ჩინეთი
- ავსტრალია
- ახალი ზელანდია
- იაპონია
- აშშ
- ეკვადორი
- ჩილე
- ისლანდია
https://tenor.com/view/willy-fog-around-gif-11158815
ჟიულ ვერნის ნაწარმოების მსგავსად, მოგზაურობა ლონდონიდან დაიწყება და ამავე ქალაქში დასრულდება. როგორც გამოცემა Thrillist წერს, მომხმარებელმა მხოლოდ ეს ორი ბილეთი უნდა დაჯავშნოს, დანარჩენს კი, ანუ ღამის გათენების (სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, კემპინგი, ეკო-სახლები), ტრანსპორტირებისა (თვითმფრინავი, მანქანა, მატარებელი, ნავი და ა.შ.) და კვების ხარჯებსა და ორგანიზებას Airbnb საკუთარ თავზე იღებს, ტურისტი, უბრალოდ, ღამეში, $60-ს გადაუხდის კომპანიას.

სამოგზაურო პაკეტები „80 დღე დედამიწის გარშემო“ სამ ნაწილად გაიყიდება. პირველად, მისი შეძენა, 20 ივნისს, EST-ის დროით, 14:00-ზე იქნება შესაძლებელი. შემდეგ კი – 27 ივნისსა და 1-ელ ივლისს. სპეციალური ბმულიც სწორედ ამ პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.