8000 მოსავლის ონლაინ მაღაზიას ვოლტის მიტანის სერვისი დაემატა. მომხმარებელს ახლა უკვე შეუძლია შეუკვეთოს 2000-მდე დასახელების ქართული ღვინო, დაფები, ღვინის აქსესუარები, წიგნები და სხვა პროდუქცია 8000 მოსავლის ონლაინ მაღაზიაში, ხოლო შეკვეთის სწრაფ მიტანას ვოლტი უზრუნველყოფს.
ვოლტის მიტანის სერვისი ნიშნავს უსწრაფეს და კომფორტულ სერვისს – შეკვეთას მომხმარებელი 30 წუთში მიიღებს. იმავდროულად, მომხმარებელს შეკვეთის თვალყურის დევნება რეალურ დროში და ვოლტის მხარდაჭერის სერვისით სარგებლობაც შეუძლია.
ეს შესაძლებელი გახდა ვოლტის ახალი სერვისის – Wolt Drive-ის მეშვეობით, რომელიც ონლაინ სავაჭრო ობიექტებს უსწრაფესი მიტანის სერვისის უზრუნველყოფას სთავაზობს. Wolt Drive-ის გამოყენებით ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. Wolt Drive-ის სერვისი 2022 წლიდან ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია და მას ათასობით ონლაინ მაღაზია თუ პლატფორმა იყენებს.
ასე რომ, აღმოაჩინეთ და შეარჩიეთ კარგი ქართული ღვინო 8000 მოსავლის ონლაინ მაღაზიაში და ისიამოვნეთ უსწრაფესი მიტანის სერვისითა და არაჩვეულებრივი ღვინით.
[R]