in ,

“მარად ახალგაზრდა” 86 წლის მონაზონი, რომელიც სპორტულ შეჯიბრში 45–ედ იღებს მონაწილეობას – Nike–ს კამპანია

Nike–ს კამპანია Unlimited Youth–ის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი გამოჩნდა. გაიცანით, წარმოუდგენელი 86 წლის მონაზონი მადონა ბიუდერი.

https://www.youtube.com/watch?v=SEf7MoQYgzE

ნამდვილად ბევრი ოცნებობს, მის ასაკში ისე გამოიყურებოდეს და ისეთი ძალღონით, ენთუზიაზმით, შემართებითა და გამძლეობით იყოს აღსავსე, როგორც მადონაა.

დილის ლოცვების შემდეგ, როგორც წესი, დედაო სარბენად ემზადება. რამდენიმე კილომეტრიანი სირბილის შემდეგ ცოტა ხანს შესვენებაა, ხოლო შემდეგ კი ცურვის ჯერია. ბრასით ტბის გადაცურვას, განრიგით ველოსიპედი მოყვება. ეს ქალბატონი მართლაც ძალიან აქტიურია.

IRONMAN–ის ესტაფეტაზე მონაზონი ახალგაზრდა მამაკაცებთან და ქალბატონებთან ერთად იღებს მონაწილეობას, თანაც, უკვე 45–ედ! ეს დაუჯერებელია! 86 წლის მადონას კოლექციაში არაერთი თასი და პირველი ადგილის ოქროს მედალია.

ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი ნამდვილად მისაბაძია. ალბათ, სწორედ ასე გამოიყურება ბოლომდე ახალგაზრდული სულისკვეთება. მიუხედავად ასაკისა, ის მაინც ისეთია, როგორც ჯანღონით აღსავსე ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს.

შალვა სიხარულიძე – #პირველისამსახური

ACAG-ის პოსტერების კონკურსში Windfor’s Communication-მა გაიმარჯვა