3
Jun
2019

LG-იმ მსოფლიოში პირველი 8K OLED ტელევიზორის გაყიდვა დაიწყო

3 Jun 2019

Alta
Alta


ამ კვირაში, LG-მ ოფიციალურად დაიწყო მსოფლიოში პირველი 8K OLED TV-ს გაყიდვა. მოდელ 88Z9-ს აქვს 88 ინჩიანი OLED პანელი და 8K ულტრა HD რეზოლუცია (7680 x 4320). თავის მხრივ, ეს OLED (ორგანული ნათების) პანელი ყველაზე დიდია, რაც LG-ს ოდესმე, ტელევიზორში ჩაუყენებია.

8K კონტენტს დღეს მსოფლიოში იშვიათად თუ შეხვდებით და ეს მოცემულობა არც ისე სწრაფად შეიცვლება. ამ პრობლემის პირისპირ, LG მის მეორე თაობის პროცესორ Alpha 9 8K-ს იყენებს, რომელიც სპეციალური ალგორითმის წყალობით, გამოსახულების მაღალი რეზოლუციით ჩვენებას ხდის შესაძლებელს.

გამოცემა The Verge-ის ცნობით, ტელევიზორის ფასი, დაახლოებით, 42 000 დოლარია. პირველ ეტაპზე, ის სამხრეთ კორეაში გაიყიდება, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში კი 8K ტელევიზორების შეძენა 2019 წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.

განხილვა