in

„კი, ბრძოლად ღირს! კი, გამოგივა!“ – სნეპ ფიტნესის ვიდეორგოლი 8 მარტისთვის

როცა იმარჯვებ და ადვილია შენი დანახვა, მაშინ გინდა ხმამაღლა იყვირო, რად ღირდა ეს გამარჯვება,“ – ქალთა დღეს კამპანიით უერთდება „სნეპ ფიტნესი“, რომელიც სტერეოტიპების მსხვრევაზე გვესაუბრება. ვიდეორგოლის მთავარი გმირები არიან ქართველი ქალები, რომლებმაც უარმავი დაბრკოლება გადალახეს გამარჯვების მისაღწევად. ამჯერად, ვიდეორგოლი იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც გამარჯვების მიღმა რჩება ხოლმე და რის შესახებაც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ, დაბრკოლებებზე, ბარიერებსა და წარმოუდგენელ ძალისხმევაზე.

სალომე ფაჟავა – ტანვარჯიში
ნონა გაფრინდაშვილი – მოჭადრაკე
ლეილა მესხი – ჩოგბურთი
ნინო სამადაშვილი – ბალერინა
მაია აზარაშვილი – მორბენალი
მარიამ მათიაშვილი & თეა დარჩია – მოცეკვავე
ეთერ ლიპარტელიანი – ძიუდო
ნანა ნებიერიძე – წყალში ხტომა

„გამარჯვება ჯილდოა არდანებებისთვის, ჯილდო ყოველი წამოდგომისთვის, გამბედაობისთვის…“ – ნათქვამია ვიდეორგოლში. 

კამპანიის მიზანია გაამხნევოს და მოტივაცია შემატოს ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად ფიქრობენ წინსვლასა და განვითარებაზე, სიძნელეების დაძლევასა და საკუთარი გზის გაკვალვაზე.

ნახეთ და შეაფასეთ ვიდეორგოლი.

[R]

სიყვარულით, „ავერსი“

განსაკუთრებული დედის დღე Moore-ში!