ტიმ ფერისი იმ მავნე ჩვევების სიას გვთავაზობს , რომელიც აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენს “not-to-do-list”-ს, რადგან ეს ყველაფერი ფუჭად გაკარგვინებთ დროს. ყველას ერთად ნუ შეეჭიდებით, ეცადეთ არაპორდუქტიულ ჩვევებს ნაბიჯ-ნაბიჯ გადაეჩვიოთ.
თქვენ, ალბათ ერთხელ მაინც გსმენიათ “not-to-do-list”-ის შესახებ, ამ სიით სარგებლობა წარმოადგენს პროდუქტიულობის გაზრდის ყველაზე კარგ საშუალებას. სია, რომელიც დაგიზოგავთ დროს უფრო საჭირო საქმეებისთვის.
1. არ უპასუხოთ უცხო ნომრიდან შემოსულ ზარებს
პირველ რიგში, შემოსული ზარი დაარღვევს თქვენს კონცენტრაციას, რაც უფრო მეტ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, ვიდრე თვითონ ეს საუბარი. მეორეს მხრივ, თუ ეს ზარი მნიშვნელოვანია თქვენს თავს მაინც ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებთ, რადგან არ იქნებით მომზადებული ისე როგორც თქვენი თანამოსაუბრე და დიდ დროს დაუთმბობთ აზრის ჩამოყალიბებას.
ისარგებლეთ ხმოვანი შეტყობინებით, რომელიც საქართველოში ნაკლებად პოპულარულია ან სთხოვეთ წერილი მოგწერონ.
2. არ უპასუხოთ მეილს გაღვიძებისთანავე და ძილის წინ
პირველი აგირევთ პრიორიტეტებს და მთელი დღის გეგმას, მეორე კი დაგმართებთ ინსომნიას. მეილს შეუძლია მოიცადოს დილის 10 საათამდე, ან სულ მცირე პირველი აუცილებელი საქმის დამთავრებამდე (მაგალითად შხაპის მიღებამდე)
3. არ დათანხმდეთ შეხვედრებსა და ზარებს გაურკვეველი დღის წესრიგით ან დასასრულის ცოდნის გარეშე
თუ სასურველი შედეგი განსაზღვრულია , უკვე არსებობს დღის წესრიგი იმ თემებისა და კითხვების ჩამონათვალით, რომელიც უნდა განიხილოთ, ასეთ შემთხვევაში არც ერთი შეხვედრა ან ზარი არ უნდა გაგრძელდეს ნახევარ საათზე მეტი. მოითხოვეთ დღის წესრიგი წინასწარ, რაც საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ კარგად და სწორად გამოიყენოთ თქვენი დრო.
4. არ მისცეთ უფლება ადამიანებს ისაუბრონ გაუთავებლად
ცუდად ჟღერს, თუმცა არათემატურ საუბრებს დიდი დრო მიაქვს. როცა ადამიანები გიწყებენ საუბარს თუ როგორ გაატარეს თავიანთი უქმეები, შეაჩერეთ ზრდილობიანად და კითხეთ, “დღეს რამე სხვა საქმე არ გაქვს? “
თუმცა იყავით ფრთხილად, რადგან ყველა ადამიანი არ ეთანხმება ამ მიდგომას და შეიძლება ვერ გაგიგონ.
5. არ შეამოწმოთ მეილი გამუდმებით
დაალაგეთ და შეამოწმეთ პერიოდულად, გარკვეულ დროებში ( რეკომენდირებულია დღეში ორჯერ). “თქვენი ინბოქსი კოკაინის გავს” – არ გახდეთ დამოკიდებული !
6. ზედმეტად არ ეკონტაქტოთ დაბალი შემოსავლისა და დიდი მოთხოვნილებების მქონე მომხმარებელს
გაუგზავნე პრობლემურ მომხმარებლებს/კლიენტს სახელმძღვანელო ნებადართული ზარების რაოდენობისა და მოსალოდნელი პასუხების დროის შესახებ. თუ ამ ფაქტმა გააღიზიანა მომხმარებელი, მიუთითე სხვა მიმწოდებელზე.
7. არ იმუშაო მეტი იმის გამო რომ ძალიან დაკავებული ხარ
გადატვირთულობას ბევრი მუშაობა არ კურნავს, საკითხების პრიორიტეტების განსაზღვრა კი . ამიტომ გადაწყვიტე, რომელი საკითხი უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ. თუ დაგვიანებული ზარის გამო გიწევს ბოდიშის მოხდა ან გარკვეული თანხის გადახდა, მაშინ ეს ამად ღირს, მთავარია მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება უკვე მოასწარი.
ტუილად გგონია რომ არ გაქვს დრო, სიმართლე ისაა რომ შენ არ გაქვს პრიორიტეტები, ამიტომ იფიქრე მეტი ვიდრე მუშაობ.
8. არ ატარო სმარტფონი ყველგან და ყოველთვის
სულ მცირე, კვირაში ერთხელ დატოვე შენი სმარტფონი ისეთ ადგილას, რომელზეც წვდომა არ გექნება. თუ სული გეხუთება სმარტფონის გარეშე, როგორც ჩანს იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები, რომელთაც აუცილებლად უნდა მოიშორონ ეს ჩვევა.
9. არ იფიქრო, რომ შენი სამუშაო შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელსაც არა სამსახურეობრივი ურთიერთობები და საქმიანობები ავსებენ
“სამსახური არ არის მთელი ცხოვრება” – ეს სიმართლეა, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ როცა ყველა ეთანხმება ამ მოსაზრებას, ადვილია მიუახლოვდე იმ მდოგმაროებას როცა შენი ქცევები და ღირებულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მოუფრთხილდი იმ დროს, რომელიც საყვარელი ადამიანებისთვის გაქვს გამოყოფილი.