კონვერტაციის ოპტიმიზაციის კოეფიციენტი, იგივე CRO ბიზნესისა და მისი მარკეტერებისთვის დაუსრულებელი გამოწვევაა, რომელიც მრავალ სხვა საქმიანობაზე აისახება. თქვენი ვებსაიტის ინტერნეტქსელებში ლიდერობისთვის ასობით ხელსაწყოა შექმნილი, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვანაირად გადის ამ პროცესს და უნდა იცოდეთ, რომელი როგორ მოარგოთ საკუთარ ბიზნესს. ერთი სრულყოფილი გამოსავალი ყველა შემთხვევაში არ არსებობს.
ამ სტატიაში წარმოდგენილია 9 ასეთი ხელსაწყო, რომელიც საუკეთესოდაა მიჩნეული თქვენი ბიზნესის ონლაინ მუშაობისთვის.
BuzzSumo არის ინსტრუმენტი, რომელიც აკონტროლებს სოციალურ მედია პლატფორმებზე გამოქვეყნებულ და გაზიარებულ ყველა კონტენტს და წარმოადგენს ინფორმაციას რეიტინგულ სიაში.
ის ახარისხებს ინფორმაციას Facebook-ზე, Twitter-ზე, Pinterest-ზე, LinkedIn-ზე და სხვაზე, იმ გაზიარებებისა და ტრაფიკის რაოდენობის მიხედვით, რომლებიც კონკრეტულმა თემებმა მიიღეს მითითებულ ვადაში. ამიტომ, თუ მაგალითად, ფიქრობთ სტატიის დაწერაზე მარკეტინგული წიგნების შესახებ, გადახედეთ ყველაზე რეიტინგულ სტატიებს BuzzSumo-ზე, რათა გაარკვიოთ, როგორი კონტენტი მუშაობს კარგად სხვებისთვის.
CrazyEgg ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტია რუკების გამოსაყენებლად. Heat Mapping არის ადგილი, სადაც თქვენ იღებთ სურათს, რომელზეც ხაზგასმულია მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ხაზები, რათა აისახოს თქვენი ვებსაიტის ის ადგილები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ნახულობენ და აწკაპუნებენ ვიზიტორები. ეს მოგცემთ უკეთეს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები თქვენს საიტთან.
Coschedule’s Headline Analyzer
შესაძლოა გაინტერესებდეთ, პოსტის შედგენისას იქნება თუ არა თქვენ მიერ არჩეული სათაური სამიზნე აუდიტორიისთვის ეფექტური. ასევე გამოიყურება თუ არა ის პროფესიონალურად.
Coschedule’s Headline Analyzer არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში. ის ციფრებში აჩვენებს შედეგებს. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ეფექტური იქნება სათაური. ინსტრუმენტი ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ გამოჩნდება თქვენი ვებსაიტი და სათაური Google-ის ძიებაში, ელფოსტის თემებსა და სხვადასხვა აპლიკაციაში.
HelloBar არის ძალიან მარტივი, უფასო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაამატოთ ტექსტის ბანერი ვებგვერდების ზედა ნაწილში, რათა მკითხველმა ნახოს. ეს ბანერი შეიძლება მოქმედებდეს როგორც მოწოდება მოქმედებისკენ, ან უბრალოდ, გადაიყვანოს მომხმარებელი კონკრეტულ გვერდზე, სადაც მათ შეუძლიათ მოიძიონ მეტი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემის შესახებ.
ასევე HelloBar არის შესანიშნავი სარეკლამო ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება როგორც ახალი პროდუქტის გამოჩენა, ისე ახალი სერვისის შეთავაზება.
ინტერკომი არის საკომუნიკაციო ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს ვებსაიტს ჩატებს ამატებს. ეს საშუალებას გაძლევთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ თქვენს კლიენტებს. ამ კომუნიკაციის მიზანია თქვენი მომხმარებლების მოლოდინების, გამოცდილებისა და განზრახვების შესახებ ინფორმაციის მიღება და მიწოდება. ის ასევე საშუალებას გაძლევთ, ისაუბროთ ახალ მომხმარებლებთან, რათა უზრუნველყოთ მათი დასამახსოვრებელი გამოცდილება, რაც მათ თქვენს ვებსაიტზე დააბრუნებს.
Optimizely არის საორიენტაციო პროგრამული უზრუნველყოფა A/B ტესტირებისთვის თქვენს ვებგვერდებზე. მას იყენებენ ისეთი დიდი და საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, როგორებიცაა Starbucks, Disney და eBay.
Optimizely საშუალებას აძლევს დეველოპერებს და თუნდაც, არატექნიკური ცოდნის მქონე მარკეტერებს, განახორციელონ ცოცხალი და დინამიკური ცვლილებები თავიანთ ვებგვერდებზე და შემდეგ შეამოწმონ ეს ახალი გვერდები, რათა დაადგინონ რომელი ვარიაციები მუშაობს საუკეთესოდ.
A/B ტესტირების ბირთვი თქვენი კონვერტაციის ოპტიმიზაციის სტრატეგიაზეა აგებული და ეს ინსტრუმენტი აბსოლუტური აუცილებლობაა ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს თავისი CRO ძალისხმევა.
Qualaroo არის მომხმარებელთა ურთიერთქმედების კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ პირდაპირ ისაუბროთ თქვენს მომხმარებლებთან. მისი დახმარებით მომხმარებელთა ურთიერთქმედება შეიძლება გამოჩნდეს გამოკითხვების, ავტომატური პასუხების, კითხვარებისა და ტექსტური ველების სახით, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ თქვენს კომპანიას. ეს ყველაფერი გამოწვეულია სხვადასხვა მომხმარებლისთვის სპეციფიკური ტრიგერით, მათ შორის გვერდის ნახვის დროით, კალათაში დამატებული ნივთებით, განმეორებადი ვიზიტებით და ა.შ.
SubjectLine არის უფასო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ, იქნება თუ არა თქვენი მარკეტინგული ელფოსტისთვის შერჩეული სათაურები ეფექტური. თქვენ მიერ შერჩეულ სათაურს ის სხვა, უკვე არსებულებს ადარებს და გაძლევთ რჩევებს მის გამოსწორებასთან დაკავშირებით. მისი დახმარებით თქვენ თქვენ მნიშვნელოვნად გაზრდით ეფექტური მარკეტინგის შანსებს და გაზრდით კონვერტაციას.
Rebrandly არის უმარტივესი გზა მოკლე ბმულების შესაქმნელად და თქვენი საკუთარი დომენის სახელით გასაზიარებლად. მოკლე ბმულები, როგორიცაა „short.ly/1N1nwh“ არის ანონიმური, გამოსათქმელად რთული და არამეგობრული, რომელიც ხშირად ხვდება შავ სიაში.
Rebrandly არის ახალი მიდგომა რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ აღწერილობითი ბმულები თქვენი პერსონალური ბრენდირებული დომენის სახელის გამოყენებით. ბმულის დამოკლების სხვა მსგავსი ხელსაწყოებისგან განსხვავებით, Rebrandly ბმულების გამოთქმა მარტივია, ადვილად დასამახსოვრებელია და თქვენი ბრენდის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
თქვენი ონლაინ მარკეტინგის ოპტიმიზაციის ყველა ვარიანტის შესწავლა შეიძლება რთული პროცესი იყოს, მაგრამ ინვესტიციად ღირს, რადგან ის თქვენს პერსპექტივებს გაზრდის. ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტები ციფრული მარკეტერების ცხოვრებას ბევრად აადვილებს.













