წიგნში Purpose Deep დეტალარუდაა აღწერილი მიზნის ხედვის ახალი გზის შეუშავება, რომელიც ლიდერებს აიძულებს, გადახედონ, რას და როგორ აკეთებენ მოცემულ მომენტში. თუმცა მხოლოდ გადახედვა საკმარისი არ არის. აუცილებელია, ენერგიულად იმოქმედოთ, რათა ღრმა მიზანი გააცნობიეროთ.
სტატიაში მოცემულია ცხრა გზა იმისათვის, რომ მიზანმიმართული აზროვნება ლიდერობის ქმედებად აქციოთ.
1) ჩაატარეთ თქვენი არსებული მიზნის ისტორიული აუდიტი. თუ უკვე გარკვეული სამუშაო შეასრულეთ ამ სფეროში, შეგიძლიათ, უფრო საფუძვლიანად განიხილოთ ყველაფერი — ესაუბრეთ დამფუძნებლებს, ძველ თანამშრომლებს, კლიენტებს და ა. შ. თუ ჯერ არ დაგიწერიათ თქვენი კომპანიის ისტორია, ახლა შეგიძლიათ ამის გაკეთება.
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეძლებთ თქვენი მიზნის ჩამოყალიბებას, რათა უკეთ გადმოსცეთ კომპანიის „სული“. თუ მიზნის ახალ განცხადებას ავითარებთ, დაიწყეთ წარსულის გადახედვით და ახლის აღმოჩენის პროცესით, რომელიც საბოლოოდ მიგიყვანთ კარგად განსაზღვრულ მიზნამდე.
2. ჩაატარეთ მუდმივი „მიზნის განხილვა“, რომელშიც „სტრეს ტესტი“ საბოლოო შედეგზე იქნება ფოკუსირებული. მათი ჩატარება ყოველწლიურად ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეიძლება. მოიწვიეთ უფროსი ხელმძღვანელები, რათა მიზანი განიხილოთ და ამ პროცესში კომპანიაში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ჩართოთ. საბოლოოდ კი ამ საუბრების საფუძველზე შესაბამისი მოქმედებისთვის მოემზადეთ.
3. დააკავშირეთ წარსული და მომავალი. ნუ მისცემთ წარსულს იმის უფლებას, რომ თქვენი აწმყო და მომავალი „დაიპყროს“ — ეს ძალიან შეგიშლით ხელს წინსვლასა და განვითარებაში. თქვენ არ გჭირდებათ მონურად მიჰყვეთ წარსულ პრაქტიკას და პრიორიტეტებს. აქტიურად გამოიკვლიეთ მომავალი ზრდის შესაძლებლობები და საშუალება მიეცით, რომ თქვენი მიზანი იყოს ძირითადი „გზამკვლევი“. მოკლედ რომ შევაჯამოთ, იბრძოლეთ სიახლისა და ტრადიციის სინთეზისთვის.
4. მოამზადეთ ადამიანები პრინციპული გადაწყვეტილების მიღებაში. გადააქციეთ მიზანი მარტივ, მკაფიო პრინციპებად, რომლებსაც სხვები მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მისაღებად მიჰყვებიან. მიეცით მათ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს პრინციპები რეალურ ცხოვრებაში.
5. განსაზღვრეთ „დიდი ამბავი“ თქვენი მიზნისთვის. თუ თქვენ მიდრეკილნი ხართ ისაუბროთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს თქვენს შეთავაზებებს თანამშრომლებზე, რა დიდი და ყოვლისმომცველი ამბავი შეგიძლიათ მოიფიქროთ? დარწმუნდით, რომ ეს ნარატივი ზუსტად ასახავს კომპანიის რეალურ და ლიდერულ ზრახვებს.
6. შექმენით თქვენი „დიდი ამბავი“ მოქმედების გასააქტიურებლად. სიუჟეტის გავლენის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, დაუკავშირეთ იგი თქვენს პირად ისტორიას.
7. იყავით მოწყვლადი. ღიად და გულწრფელად ახსენით თქვენი მიზანთან კავშირი. აუხსენით თქვენს ხალხს, რატომ ხართ ამდენად მოტივირებული, რომ რაღაც განავითაროთ, დადებითისკენ გადადგათ ნაბიჯი.
8. დაფიქრდით, როგორ რეაგირებთ კრიზისის დროს. როდესაც კრიზისები წარმოიქმნება, განსაზღვრეთ ისინი მიზანთან მიმართებით, როგორც მორალური „არჩევის წერტილები“. გამოიყენეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო ღრმად დაუმკვიდროთ თქვენს მიზანს სხვების გონებაში ადგილი. ეს დაგეხმარებათ, სასურველ ნარატივს მუდმივი აქტუალობა მიანიჭოთ.
9. რასაც უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი მიზანს დაუკავშირეთ. თუ თქვენი ლიდერობის ზოგიერთი ქცევა ეწინააღმდეგება მიზანს, გააუქმეთ ისინი. ამის შემდეგ კი განიხილეთ, რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ ყოველდღიურ საქმიანობაში, რათა უკეთ განასახიეროთ თქვენი ორგანიზაციის მიზანი და ძირითადი ღირებულებები. ეს შეიძლება იყოს პატარა ჟესტები და დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ძალიან მნიშვნელოვანია სიმბოლიკაც და აზრობრივი ქმედებებიც.
როგორც ქმედებების ეს სია გვთავაზობს, Deep Purpose პრაქტიკა ტრანსფორმაციული ხასიათისაა, რაც თქვენი ბიზნესის ფუნდამენტურ გადახედვას და ცვლილებას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთდროულად ვერ განახორციელებთ… უბრალოდ, დაიწყეთ ამ რამდენიმე საფეხურით, შეარჩიეთ ისინი, რომლებიც ყველაზე აქტუალური და ეფექტურია თქვენი ამჟამინდელი პოზიციისა და რესურსების გათვალისწინებით.