Light, წლის ბოლომდე, 5-9 ლინზიანი „სმარტფონის“ გამოშვებას აპირებს. ციფრული ფოტო-აპარატების კომპანიისთვის ამ სახისა და მასშტაბის პროდუქტი პირველი იქნება.
შესაძლოა, ბევრს არც ახსოვს Light L16 Camera. თითქმის, უცნობმა კომპანიამ Light 16 ლინზიანი ფოტო – აპარატი, 2015 წელს, გამოუშვა. სპეციალური ალგორითმის მეშვეობით, კამერა 10+ გამოსახულებას აერთიანებს და კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თითოეული სურათი ძალიან მაღალი რეზოლუციის გამოდის. აღსანიშნავია, რომ აპარატის თექვსმეტივე ლინზა ერთდროულად მუშაობს და DSLR ხარისხის ფოტოს იღებს.

თუმცა, „ტექნოლოგიის საუკუნეში” Huawei P20 Pro-ის 3 ლინზიანი „სმარტფონიც“ კი უკვე წარსულია. არა და, მისი სამივე ლინზა ერთდროულად მუშაობს და როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას იძლევა. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Light „სმარტფონის“ გამოშვებას გეგმავს, რომელსაც, მათი თქმით, 5-დან 9 ლინზამდე ექნება. ამერიკული ყოველდღიური გამოცემა The Washington Post წერს, რომ კომპანია უკვე რამდენიმე პროტოტიპს „ტესტავს“ და საბოლოო პროდუქტს წლის ბოლომდე წარადგენს. Light-ის მტკიცებით კი, ახალი „სმარტფონი“, ამ რაოდენობის ობიექტივის საშუალებით, 64 მეგაპიქსელიან ფოტოებს გადაიღებს.

Light-ის ახალი „სმარტფონის“ შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ჯერ არც სავარაუდო ვიზუალი გავრცელებულა. რა თქმა უნდა, უცნობია ფასიც, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ Light L16 Camera დღეს, დაახლოებით , $ 2000 ღირს, ახალი სმარტფონი, რომელსაც მინიმუმ 5-ით ნაკლები ლინზა ექნება, შედარებით იაფი უნდა ღირდეს.
წყარო: www.androidauthority.com













