საქართველოში ყველაზე დიდ კრაფტ ლუდის ბარში – „9 მთა“ ახალი პროექტი „ლუდის კლასი“ დაიწყო. პროექტის მიზანს ქართველი ლუდის მოყვარულების მხრიდან ნამდვილი ლუდის მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენა და მასში მოგზაურობა წარმოადგენს. ლუდის კლასზე იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებსაც თითოეული ყლუპისგან რაც შეიძლება დიდი სიამოვნების მიღების სურვილი აერთიანებთ.
მასტერკლასის თემები შეეხება კრაფტ ლუდის შექმნის ისტორიას, ხარშვის/ფერმენტაციის/დაძველების ტექნოლოგიებს, თითოეულ კლასზე განიხილება კრაფტ ლუდის სხვადასხვა სტილი. პროექტი მოიცავს როგორც ინფორმაციულ, ასევე, დეგუსტაციის ნაწილს.
ლუდის კლასს უძღვება „9 მთას“ სომელიე და საქართველოში ლუდის პირველი სომელიე – ზაზა ჭადაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „9 მთაში“, მსგავსი მასტერკლასი პირველად 26 სექტემბერს ჩატარდა. პირველი მასტერკლასის თემა შეეხებოდა კრაფტ ლუდის ისტორიასა და დამზადების ტექნოლოგიებს. ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს პროექტი ჩატარდება მეორედ. ამჯერად, მასტერკლასის თემა იქნება კრაფტ ლუდის ყველაზე გავრცელებული სტილი – ინდური ღია ფერის ელი (IPA).
პროგრამის ფარგლებში, დამსწრეები ინდური ღია ფერის ელის (IPA) შექმნის ისტორიას, IPA-ს ხარშვის და ფერმენტაციის განსხვავებულ ტექნოლოგიებსა და ამ სტილის სპეციფიკურ/იშვიათ ქვეკატეგორიებს გაეცნობიან. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება 4 სხვადასხვა სტილის IPA.
კლასზე დასწრების მსურველებს რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე შეუძლიათ.
პროექტი არის მათთვის, ვისაც სურს შემოუერთდეს კრაფტ ლუდის რევოლუციას და აღმოაჩინოს მრავალფეროვანი ლუდის სამყარო, დაიმუხტოს ჭეშმარიტი კრაფტ ლუდის ენერგიით და გახდეს კრაფტ ლუდის რევოლუციონერი.
[პარტნიორის კონტენტი]