„9 მთამ“ ვაკეში, ზ. ფალიაშვილის 64-ში, ახალი ლოკაცია გახსნა, რომელიც სტუმრებს უკვე ჩვეულ რეჟიმში მასპინძლობს და კრაფტ ლუდისა და კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს.
კრაფტ ლუდის ბრენდი „9 მთა“ უკვე 5 წელია, რაც მსოფლიო წამყვან ლუდსახარშების და საკუთარი წარმოების ლუდს აცნობს მომხმარებლებს.
ამ პერიოდის განმავლობაში, „9 მთის“ ბარმა, რომელმაც ფუნქციონირება გ. ტაბეძიზე დაიწყო და მომხმარებლებს ახალი ლუდის სტილისა და გემოების აღმოჩენაში ეხმარებოდა, უკვე სხვა სამ ლოკაციაზე გადაინაცვლა თბილისსა და ბათუმში.
მოცემულ ეტაპზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, აღმოაჩინოს 60-მდე ბოთლის და 10 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი 9 მთა, Stone, Mikkeller, BrewDog, Omnipollo და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრაფტ ლუდსახარშებისგან, ბრენდის სამივე ბარში: თბილისი — დედაენის პარკი და ზ.ფალიაშვილის 64; ბათუმი — მ.აბაშიძის 42ა.
კრაფტ ლუდის ინდუსტრია მსოფლიოში დიდი ტემპით იზრდება და გულისხმობს ლუდს, რომელიც მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სახეობის სვიისგან და ალაოსგან იხარშება; ასევე, არის არა-პასტერიზებული.
კრაფტ ლუდი გემოვნური და არომატული თვისებებისა და ლუდის მოხარშვის სტილების მრავალფეროვნებაა, რაც განპირობებულია ათასობით სხვადასხვა სვიის სახეობის გემოვნური და არომატული სპეციფიკიდან. თითოეული კრაფტ ლუდის უნიკალურობა მდგომარეობს ინდივიდუალურად შერჩეული სვიისა და ალაოს სახეობების კომბინაციაში. შესაბამისად, მომხმარებლებს ყოველთვის ახალი გემოსი და სტილის ინტერპრეტაციის გასინჯვის შესაძლებლობა აქვს.
[R]