25
Feb
2019

9 სიტყვა, რომელსაც კარგი ხელმძღვანელები არ იყენებენ

25 Feb 2019

სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მით უფრო, დაქვემდებარებულები თუ გყავს, რასაც იტყვი, ზუსტად ისე მიიღებენ შენი თანამშრომლები. ამიტომ, გაგიზიარებთ სიტყვებს, რომლებიც არაეფექტურ კომუნიკაციას აგარიდებთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

1. შესაძლოა – ჭკვიანმა ლიდერებმა იციან, რომ მათ აუცილებლად უნდა ახსნან თემის სპეციფიკა და თავი არ დაიძვრინონ ამ სიტყვით „შესაძლოა“. ლიდერი იმისთვის ხარ, რომ რიგ შემთხვევებში შეგეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღება.

2. ახლა – ჭკვიანი ხელმძღვანელები არასდროს სთხოვენ თანამშრომლებს, რომ რაღაც „ახლა“ გააკეთონ. რატომ? – კარგი მენეჯმენტი ნიშნავს, თანამშრომლებისთვის დროის იმ რესურსის მიცემას, რაც მათ სჭირდებათ.

3. მოთხოვნა – ბრძანების გაცემა? – ეს არც ისე ჭკვიანურია. ლიდერობა არის სხვისთვის მოტივაციის მიცემა, საქმის შესასრულებლად და არა – თითოეული ნაბიჯის კარნახი. თუ იტყვი, მე მოვითხოვ, რო ეს გააკეთო, კარგი თანამშრომელი არასდროს გაჩერდება შენთან.

4. იქნებ – ამ სიტყვის ხშირი გამოყენება ნიშნავს, რომ არ ხარ თავდაჯერებული, შესაბამისად, ვერ წყვეტ, რა და როგორ უნდა ქნა, ვერ იღებ შედეგს და ვერც მასზე პასუხისმგებლობას.
5. არაპრაქტიკული – მსმენია ლიდერებზე, რომლებიც თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ მათი იდეა არაპრაქტიკულია. „აჰა, ეს შესაძლებელი“, თუმცა არასაკმარისია თანამშრომლისთვის ამის თქმა. ჭკვიანი ხელმძღვანელები დეტალურად განიხილავენ იდეას და გამოსავალს პოულობენ იმისთვის, რომ იდეა სასარგებლო გახდეს და იმუშაოს.

6. სწრაფად – „შეგიძლია, ეს სწრაფად გააკეთო?“ – ამის თქმა კარგი იდეა არაა. „შეგიძლია, ჭკვიანურად, შენ რომ იცი, ისე გადაჭრა ეს პრობლემა?!“ – ასე ბევრად უკეთესია. სისწრაფე არა, მაგრამ პირველ ყოვლისა, ხარისხი მოითხოვე.

7. უარყოფა – დაქვემდებარებულის იდეის უარყოფა არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. უკეთესია, იმაზე ფიქრი, როგორ გარდაქმნა იდეა რაიმე ღირებულად და რეალურ გეგმებად აქციო.

8. არა – ხანდახან გიწევს „არას“ თქმა. თუ ამჩნევ, რომ მისტერ „არა“ გახდი, მთელი დღის განმავლობაში, ამის თქმით, ეცადე, რომ ხანდახან მაინც თქვა „დიახ“, ან „ახლა არა“… უკან დასახევი გზა დაიტოვე.

9. გაუქმება – არ თქვა, რომ შეხვედრა გააუქმე. გამოიყენე გადადება ან რეალური და დამაჯერებელი არგუმენტების გამოყენებით ეცადე, ახნსა, რატომ აღარ მუშაობთ კონკრეტულ პროექტზე.



განხილვა