სამყარო სულ უფრო არასტაბილური ხდება და ეს ყველაფერზე, მათ შორის ბრენდებზეც, აისახება, თუმცა, დღეს მიზეზებზე მეტად, გამოსავალზე ვაპირებთ თქვენთან საუბარს. გვეუბნებიან, რომ არამდგრადობა ჩვენ სასარგებლოდაც შეგვიძლია გამოვიყენოთ და თუ როგორ, ამას ქვემოთ მოგიყვებით:
1. შეადგინეთ არამდგრადობის მატრიცა — ჩამოწერეთ, რა არის ცნობილი, რა არის უცნობი, რა არის ნაკლებად გააზრებული და სრულიად არარსებული საკითხები თქვენს ორგანიზაციაში.
2. წარმოიდგინეთ განსხვავებული სცენარები — განავითარეთ რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული სცენარი, ოღონდ თქვენი კომპანიის შედეგების მიხედვით კი არა, ბაზარზე არსებული ცვლილებებით. დაფიქრდით, დღეს გადადგმულმა რა ნაბიჯებმა შეიძლება გამოიღოს შედეგი მომავალში?
3. შექმენით პორტფოლიოს გეგმა — შეაფასეთ რისკის დონე, ტიპი და თქვენი ინვესტიციები. დაფიქრდით, როგორ გაუძლებს იგი ბაზარზე არსებულ სხვადასხვა მდგომარეობას.
4. უპირატესობა მიანიჭეთ მოქნილ პლატფორმებს და არა, პროდუქტს — ხისტი პროდუქტებიდან მოქნილი პლატფორმებისკენ გადაინაცვლეთ. მაგალითისთვის, ნეტფლიქსის პლატფორმას ბაზრის შესაბამისად შეუძლია განვითარება, თუმცა, ასე ვერ ვიტყვით ტრადიციული ტელევიზიის შემთხვევაში.
5. მოიპოვეთ ახალი ბაზრები — რთული მოვლენები ხშირად ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობებს ბადებს. Fintech-მა წარმატებას სწორედ ფინანსური კრიზისის შემდეგ მიაღწია.
6. შეადგინეთ მოქნილი გეგმა — როცა გაურკვევლობა დიდია, სტატიკური ყოველწლიური სტრატეგიული გეგმები სულაც არ მუშაობს. ამიტომ, დინამიკურ სტრატეგიებზე უნდა ფოკუსირდეთ, რომლებიც ფიქსირებულ პრიორიტეტებს ადაპტირებადი ტაქტიკებით შეცვლის.
7. შეამცირეთ ურთიერთდამოკიდებულება — შექმენით მოდულარული, მოქნილი ღირებულების შეთავაზება, რომელსაც სწრაფად ადაპტაციის უნარი და დაბალი ხარჯები ექნება.
8. დააყენეთ მომხმარებელი პირველ ადგილზე — გაურკვევლობის ფონზე ერთადერთი რამ არის მუდმივი: თქვენი მომხმარებლების საქმე უნდა შესრულდეს. ამიტომ, გამოიყენეთ ისინი ჩრდილოეთის ვარსკვლავის მსგავსად სტრატეგიების შედგენისას, ხარჯების შემცირებისას თუ სხვა ვარიანტების განვითარებისას.
9. ჩადეთ ინვესტიციები ბრენდში — ჩათვალეთ, რომ თქვენთვის ყველაზე ღირებული აქტივია. წარმატებულ ბრენდებს ღირებულება აქვს, რაც არამდგრად სამყაროში გარანტიებს გთავაზობთ.
გამოდის, შეგიძლიათ, არამდგრადობა შესაძლებლობად აქციოთ, ოღონდ მთავარია, სწორად გაზომოთ იგი…