in

9 ყველაზე ჯანსაღი სახეობის საკვები პროდუქტი

ჩვენი ორგანიზმის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რით ვიკვებებით. წლების განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჯანსაღ საკვებ რეჟიმს შეუძლია შეამციროს მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების, დიაბეტისა და გარკვეული ტიპის სიმსივნეების რისკი.

ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, 9 ყველაზე ჯანსაღ საკვებ პროდუქტზე გიამბოთ, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ ერთგვარ აღიარებას. ეს პროდუქტები გვაწვდიან იმ  საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ჩვენს სხეულს აჯანსაღებენ. მაშ, ასე:

თევზი

თევზი შეიძლება იყოს ცილის და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების კარგი წყარო, რაც ხელს უშლის გულის დაავადებებს.

[შეიძინეთ ახალი, გაყინული ან დაკონსერვებული თევზი. ყველაზე დიდი რაოდენობით ომეგა-3 შემცველი არის: ორაგული, თინუსის სტეიკები, სკუმბრია, ქაშაყი, კალმახი, ანკესა და სარდინი]

ფოთლოვანი მწვანილი

მუქი, ფოთლოვანი მწვანილი არის ვიტამინი A-ს, ვიტამინი C-ს და კალციუმის კარგი წყარო; ასევე, ისინი შეიცავენ რამდენიმე ფიტოქიმიურ ნივთიერებას (მცენარეების მიერ დამზადებული ქიმიკატები, რომლებიც დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე).

[შეიძინეთ მწვანილის ისეთი სახეობები, როგორებიცაა: ისპანახი, კალე, მდოგვის მწვანილი. ჩაყარეთ სალათებში ან გააჩერეთ ცოტა ხნით ზეითუნის ზეთში.]

თხილი.

თხილი, კაკალი, ნუში, პეკანი – თხილი მცენარეული ცილის კარგი წყაროა. ისინი ასევე შეიცავენ მონოუჯერ ცხიმებს, რაც შეიძლება იყოს გულის დაავადებების რისკის შემცირების ფაქტორი.

[დაამატეთ ისინი ერთი მუჭა შვრიის ფაფში ან იოგურტში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი მაღალკალორიულია, ამიტომ შემოიფარგლეთ მცირე მუჭით. სცადეთ სხვადასხვა სახის თხილის კარაქები, როგორიცაა არაქისი, ნუში ან კეშიუ.]

ზეითუნის ზეთი.

ზეითუნის ზეთი არის ვიტამინი E-ს კარგი წყარო, ასევე ის შეიცავს მონოუჯერ ცხიმოვანი მჟავებს, რაც გულის დაავადებების რისკს ამცირებს.

[გამოიყენეთ კარაქის ან მარგარინის ნაცვლად მაკარონის ან ბრინჯის კერძებში.]

მარცვლეული

მარცვლეული ხსნადი და უხსნადი ბოჭკოვანი ნივთიერებების კარგი წყაროა, მარცვლეული ასევე შეიცავს B ჯგუფის რამდენიმე ვიტამინს, მინერალს და ფიტოელემენტებს. ისინი ამცირებენ ქოლესტერინს და გვიცავენ გულის დაავადებების და დიაბეტისგან.

[საუზმეზე მიირთვით შვრიის ფაფა. სუპერმარკეტში პურის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ის 100%-ით ხორბლის ფქვილისგან იყოს დამზადებული.]

იოგურტი.

იოგურტი კალციუმის და ცილის კარგი წყაროა; იოგურტი შეიცავს ცოცხალ კულტურებსაც, რომლებსაც პრობიოტიკებს უწოდებენ.

[მიირთვით მეტი იოგურტი, მაგრამ ფრთხილად იყავით ხილის ან არომატულ იოგურტებთან, რომლებიც დამატებულ შაქარს შეიცავენ. შეიძინეთ ჩვეულებრივი იოგურტი და დაამატეთ საკუთარი ხილი.]

კომბოსტოსებრნი

ამაში შედის: ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კალე, კოლბრატი, მდოგვის მწვანილი, ბოლოკი. ისინი ბოჭკოს, ვიტამინებისა და ფიტოქიმიკატების, ინდოლების, თიოციანატებისა და ნიტრილების შესანიშნავი წყაროა, რამაც შეიძლება თავიდან აგვაცილოს სიმსივნის ზოგიერთი ტიპი.

[დაამატეთ ჯანსაღი ზეთები და სუნელები, გამოიყენეთ სალათებსა და მაკარონის კერძებში.]

პომიდორი

ის არის ვიტამინი C-ს და ლიკოპენის კარგი წყარო, რომლებიც ამცირებენ პროსტატის კიბოს რისკს.

[გამოიყენეთ პომიდორი სალათში ან პომიდვრის სოუსი – მაკარონში. მისგან ასევე შეიძლება მრავალნაირი სოუსის მომზადებაც.]

პარკოსნები

ამ ფართო კატეგორიას მიეკუთვნება თირკმლის, შავი, წითელი და გარბანზოს ლობიო, აგრეთვე სოიო და ბარდა. პარკოსნები არიან ბოჭკოს, ფოლატისა და მცენარეული ცილის შესანიშნავი წყაროები. კვლევების თანახმად, ისინი გულის დაავადებების რისკს ამცირებენ.

[დაამატეთ სალათებს, სუპებსა და კასეროლებს. გააკეთეთ ჩილი ან ჰუმუსი.]

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

„შეეჭიდე შეუძლებელს, არასოდეს გაჩერდე“ – TOYOTA

„ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე“ – რატომ და როგორ შეიქმნა თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია?!