90-იანელები, ეს ის თაობაა, რომელიც დიდ ფენომენად ჩამოყალიბდა და ეპოქა შექმნა. ამ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟები კი მუსიკოსები არიან.
ბნელი და ამავდროულად ტკბილი 90-იანების გასახსენებლად მხოლოდ ფოტოების თვალიერება საკმარისი ნამდვილად არ არის, ამიტომაც მძაფრი შეგრძნებების თავიდან გასაზიარებლად მოემზადეთ, რადგან 11 ივნისს თბილისში ჩამოდის გრემის მფლობელი ლეგენდარული ამერიკელი პროდიუსერი, მსახიობი და რეპერი COOLIO.
Artis Leon Ivey Jr. სასცენო სახელით COOLIO, ყველას გვახსენებს 90-იანი წლების ლეგენდარულ სიმღერას “Gangsta’s Paradise”, რომელიც ფილმ “სახიფათო ფიქრებისთვის” შეიქმნა და 1995 წელს რეპერს გრემის ჯილდო მოაპოვებინა. გარდა ამისა, “Gangsta’s Paradise” მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჩარტის უცვლელი სიმღერა იყო და ის აღიარებულია, როგორც ყველა დროის საუკეთესო სიმღერა და ჰიპ-ჰოპ ნამუშევარი.
“Gangsta’s Paradise”-სთან ერთად მუსიკოსმა ფართო მასებს თავი გააცნო და დაამახსოვრა ასევე ალბომებით: It Takes a Thief (1994), Gangsta’s Paradise (1995), და My Soul (1997). მუსიკოსი დღემდე აგრძელებს მუსიკის შექმნის პროცესს და აქვეყნებს თავის შემოქმედებას.
ეს ყველაფერი არ არის, 11 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებაზე მელომანები დისკოს ლეგენდას, ფრანგულ პოპ-დუოს OTTAWAN- საც იხილავს. მათი სიმღერები “D.I.S.C.O.” და “Hands Up (Give Me Your Heart)” 80-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი ჰიტები გახლდათ, ხოლო სინგლი “You’re OK” (ფრანგული სახელწოდებით “T’es OK”) ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სინგლების TOP50 კრებულშია შესული. OTTAWAN-ის რეპერტუარი მოიცავს სიმღერებს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
დაბოლოს, რა თქმა უნდა, ქართველი არტისტები, რომელთა მუსიკაც ყველა თაობის ადამიანს ერთნაირად ხიბლავს. 90-იანების ფესტივალზე, თქვენთვის იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ყველასათვის საყვარელი მომღერლები: ლელა წურწუმია, ლექსენი, თიკო სადუნიშვილი, კაბუ, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, თიკა ჯამბურია, თემო რცხილაძე, ბედინა, თამუნა ამონაშვილი. საღამოს კი თიკო სადუნიშვილი წაიყვანს.
ემოციები, რომლებიც არასდროს ნელდება და ნოსტალგია, რომელიც 90-იან წლებს ყოველთვის მხიარულად გვაგონებს, 11 ივნისს “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანის” საფესტივალო სივრცეში გაცოცხლდება და თუ ამ ფესტივალს 90-იანების სტილში შემოსილი დაესწრებით, საღამო კიდევ უფრო ჯადოსნური გახდება. (მის: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის 32).
ბილეთების ბმული შეგიძლიათ, აქ იხილოთ.