in

$92 000 ირლანდიის კუნძულებზე ცხოვრების სანაცვლოდ — რას ეხება ინიციატივა?

ირლანდიაში ხალხის მოზიდვის ახალი სქემა წარმოადგინეს, სახელწოდებით „Our Living Islands“ — მის ფარგლებში ადამიანებს იზოლირებულ კუნძულებზე გადასახლების სანაცვლოდ $92 000-ს გადაუხდიან. საუბარია ქვეყნის ველური დასავლეთ სანაპიროს ლამაზ, თუმცა მეჩხერად დასახლებულ 30 კუნძულზე. ისინი ხმელეთის ძირითადი ნაწილისგან სრულიად მოწყვეტილია და არც ხიდებით უკავშირდება.

BOG
BOG

„ჩვენი მიზანია, მდგრადი საზოგადოებების დამკვიდრება უზრუნველვყოთ, რომლებიც ამ კუნძულებზე გააგრძელებენ ცხოვრებას. პოლიტიკის ამოქმედების შედეგად, მეტი ადამიანი იცხოვრებს და იმუშავებს კუნძულებზე. მათ კარგი კარიერული პერსპექტივა ექნებათ, იმისდა მიუხედავად, სადაა მათი დამსაქმებლის ადმინისტრაციული ცენტრი“, — აცხადებენ ირლანდიის მთავრობაში.

რა თქმა უნდა, შეთავაზება გარკვეულ პირობასაც მოიცავს: მსურველი ერთ-ერთ კუნძულზე 1993 წლამდე აშენებულ უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს (ირლანდიაში ქონების ფლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია). მიღებულ თანხას კი მხოლოდ რემონტის, იზოლაციის დაყენებისა და სტრუქტურული ცვლილებებისთვის შეძლებენ.

Wolt Market-ში ყოველდღე შეგიძლია მოიგო

ავტოისტორიის გამორჩეული ინჟინერი – ჯონ დელორეანი