in

92 წლის კაცმა კოლორადოს დიდი კანიონი დალაშქრა!

კოლორადოს დიდი კანიონის დალაშქვრა ნებისმიერ ასაკში კი ამაღელვებელი გამოცდილება იქნება, თუმცა ერთი ადამიანისთვის აქ საქმე უფრო რეკორდის მოხსნას ეხება — 92 წლის ალფრედო ალიაგა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა მათ შორის, რომლებმაც დიდი კანიონი დალაშქრეს.

საუბარი დაახლოებით 39 კილომეტრის გზაზეა და ეს 92 წლის კაცისთვის მარტივი ამბავი არ უნდა ყოფილიყო. დიდი კანიონის სტუმართა 1%-ზე ნაკლები თუ მისულა მის ბოლომდე და პარკის რეინჯერებიც გვირჩევენ ვარჯიშის 1 წლით ადრე დაწყებას ამ მიზნის მისაღწევად. ალიაგა კი, რომელიც გამოცდილი მოლაშქრეც გახლდათ, ამისთვის ყოველდღე 3 საათის მანძილზე ემზადებოდა.

კოლორადოს დიდ კანიონზე პირველად მეუღლესთან ერთად ავიდა, რითაც ლაშქრობისა და ბუნების სიყვარულსაც ეზიარა. თუმცა სამწუხაროდ, ალიაგას მეუღლე 2006 წელს გარდაიცვალა… მას შემდეგ კოლორადოს დიდ კანიონზე თავის ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად დაბრუნდა და ამ ფაქტის შემდგომაც კიდევ იმდენჯერ ესტუმრა კანიონს, რომ რეინჯერები უკვე ცნობდნენ კიდეც მას.

ბოლო ცდამდე კი მისმა სიძემ იურგენ ბაქენაუმ Facebook პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ეძებდა ადამიანებს ამ ისტორიული ლაშქრობის ჩანაწერების გაკეთებაში დასახმარებლად — გვინდა აღვწეროთ ის, რაზეც ვფიქრობთ, რომ შესანიშნავი მიღწევა იქნება. ალფრედომ ბოლოს R2R გასულ წელს 91 წლის ასაკში დაასრულა. ბოლო 4 წელში კი 5-ჯერ იყო კანიონზე, ამიტომ იგი მზადაა მის დასალაშქრად!“.

ალიაგას სხვებთან ერთად, თავისი ქალიშვილი ანაბელ ბაქენაუ, სიძე და მოლაშქრე ჯულიან ქოინერი და პიტერ ტოდი შეუერთდნენ, რომლებიც მოხალისე დამკვირვებლები იყვნენ და ალიაგას ამ რთულ გზაზე გულშემატკივრობდნენ. 

15 ოქტომბერს კი 2 დღეზე გაყოფილ 21 საათში ალიაგამ გამოწვევა დაძლია! რასაც მოჰყვა Facebook პოსტიც Alfredo did it! შუადღის 4 საათზე ის ავიდა კანიონიდან Bright Angel-ზე და იგი ძალიან აღფრთოვანებული იყო, რომ გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც კანიონი 92 წლის ასაკში დალაშქრა…“.

მართალია, ეს კაცი უკვე ჩვენთვის ცოცხალი ლეგენდაა, მაგრამ ახლა უკვე გინესის მსოფლიო რეკორდების განსახილველია, რამდენად მიანიჭებენ მას ოფიციალურად ყველაზე ასაკოვანი ადამიანის ტიტულს, რომელმაც დიდი კანიონი დალაშქრა…

„ფერმერობაში მომწონს ის, რომ პროცესი ძალიან მგრძნობიარეა“ – როგორ მოჰყავს ილია მიშენკოს საუკეთესო ვაშლი

ვისოლ ჯგუფი, საბვეისთან ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში 80 ამერიკულ რესტორანს გახსნის