in

რა მოხდებოდა, ვინი პუჰს გლობალური დათბობის პირობებში რომ ეცხოვრა? — კლასიკური საბავშვო წიგნების ყდების რედიზაინი

ამბავი ასეთია: საბავშვო წიგნების ჩვენთვის კარგად ნაცნობი ყდები ნაკლებად ბავშვური ვიზუალით წარმოადგინეს, გაჩეხილი ტყეებითა და პლასტმასით სავსე პეიზაჟებით, რადგან გლობალური დათბობის პირობებში სწორედ ეს იქნება ჩვენი რეალობა… 

BOG
BOG

COP30-ს კლიმატის კონფერენციაზე Vista-ს ფრილანსერი დიზაინერების გლობალურმა საზოგადოება 99designs-მა პროექტი შემოგვთავაზა, რომლის მიზანიც კლასიკური საბავშვო წიგნების კლიმატის კრიზისის პერსპექტივით წარმოდგენა იყო. პლატფორმის თანახმად, ეს ახალი ყდები აჩვენებს, რა მოხდება თუ კულტურულად მნიშვნელოვან წიგნებს გამაფრთხილებელ გზავნილებად ვაქცევთ.

კოლექციაში სულ 6 ყდის რედიზაინს გვაცნობენ, იქნება ეს ვინი პუჰი, ქალთევზა თუ სხვა ცნობილი პერსონაჟები. ერთგან ტყის ნაცვლად, ფონად ქარხანას ვხედავთ, რომელიც გარემოში საშიშ ემისიებს გამოყოფს, მეორეში კი პლასტმასით სავსე ოკეანეს. ამგვარად კი, თითოეული ჩვენთვის ნოსტალგიურ ისტორიებს რეალურ საფრთხეებს უკავშირებს და იმედოვნებენ, რომ ასე ახალგაზრდა აუდიტორიისთვის პრობლემას მეტად ხელშესახებს გახდიან.

საბავშვო ზღაპრების კლიმატის პრიზმიდან წარმოდგენით, მათ შექმნეს რაღაც ისეთი, რაც ერთდროულად ნაცნობია და გადაუდებლობის შეგრძნებასაც ბადებს, აჩვენებს, როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ეფექტური დიზაინი მნიშვნელოვანი საუბრების წამოწყებაში. 5 კონტინენტის ფრილანსერი დიზაინერების მიერ შექმნილი შემოქმედებითი ნამუშევრები შეგვახსენებს, რომ დღევანდელი არჩევანი განსაზღვრავს ამბებს, რომლებიც მომავალ თაობებს გადაეცემათ.

ამგვარად, ეს სერიები გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ჩაერთოს დიზაინი გარემოსდაცვით აქტივიზმში — ხმამაღალი განცხადებებით კი არა, არამედ ვიზუალური სივრცის გამოყოფით, რომელშიც ფანტაზია და ფაქტები ერთიანდება… 

როგორ აპირებს Canva აპლიკაცია Affinity-ის საშუალებით Adobe-ისთვის კონკურენციის გაწევას

Irakli Emiridze • Alpha Architecture – ამერიკაში ყველაზე გავლენიანი World Architecture Festival-ის ფინალისტია