in

9MM ახალი ენერგეტიკული სასმელი ქართულ ბაზარზე

სასმელი

სასმელიმალე საქართველოში ახალი ამერიკული ენერგეტიკული სასმელი 9MM გამოჩნდება. როგორც ცნობილია ამერიკული პროდუქტის წარმოება 2010 წლიდან ავსტრიაში ხორციელდება. მარკეტერი საქართველოში 9MM-ის ექსკლუზიურ დისტრიბუტორს ლევან ნოდიას ესაუბრა.

რატომ გადაწყვიტეთ 9MM-ის საქართველოში შემოტანა?

საქართველოს ბაზარი გადატვირთულია ერთფეროვანი და დაბალი ხარისხის პროდუქტებით, აქედან გამომდინარე გადავწყვითეთ შემოვიტანოთ ქართულ ბაზარზე ევროპული ხარისხის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტი

რა იქნება პროდუქტის საცალო ფასი?

პროდუქციის საცალო ფასი იქნება 3.00 ლარი

რით გაუწევს იგი კონკურენციას ადგილზე არსებულ ენერგეტიკულ სასმელებს?

1) 9MM-ი საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვა ენერგეტიკულ სასმელებისაგან გამოირჩევა ეფექტური შეფუთვით, რაც მომხმარებლის დიდ ყურადღებას იქცევს. 2) თავსახური პროდუქტს იცავს დაბინძურებისაგან. 3) პროდუქტი არის პრემიუმ სეგმენტის და გამოირჩევა მაღალი გემოვნური თვისებებით. 4) პრემიუმ ხარისხის პროდუქტისთვის ხელმისაწვდომი ფასი.

თუ გაქვთ მონაცემები რამხელაა ენერგეტიკული სასმელების ბაზარი?

2012 წლის მონაცემებით საქართველოში გაიყიდა 3 000 000 მილიონი ერთეული სხვადასხვა სახის ენერგეტიკუკლი სასმელი.

აპირებს თუ არა ახალი ბრენდი იყოს გამორჩეული თავისი მარკეტინგული აქტივობებით?

ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ განსხვავებული და საინტერესო მარკეტინგული აქტივობებს, რასაც მომხმარებელი სულ მალე თავად იხილავს.

ესეც 9mm-ის ვიდეო რეკლამა, რომელიც ინტერნეტში მოვიპოვეთ

 

თქვენ როგორ ფიქრობთ გაამართლებს ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე?

რა უნდა წაიკითხოს მარკეტერმა!

ანანო ქორქია

“Live and Let Live ” – ანანო ქორქია