ინგლისელი ფოტოგრაფის, იან ჰოვარტის მაღაზიების ვიტრინების, ცარიელი თეფშებით სავსე კაფეებისა და ბრაიტონის ზღვის სანაპიროს ფოტოები დისტანციურობის განცდასთან ასოცირდება. „ქალაქების დუმილი ჩემს შინაგან სამყაროში მაბრუნებს, სადაც საკუთარ გრძნობებს ვაკვირდები და ვცდილობ, იდენტობა შევისწავლო“, — ამბობს იანი.
„სახლის პოვნის“ განცდა იანის შემოქმედების უნივერსალური იდეაა. ის განმარტავს, რომ ფოტოგრაფიას ორგვარ დატვირთვას უძებნის: პირველი, ეს არის ინდივიდუალიზმის აღმოჩენა, მეორე კი — ადგილის დოკუმენტაცია. ცდილობს, კულტურული იდენტობა მიაწეროს ცნებებს, ობიექტებს და ადამიანებს. სწორედ ასეთ წვრილმანებზე აქცენტი ხდის იანის ნამუშევრებს რეზონანსულს.
„ყოველდღიური ურთიერთობის სითბო და კავშირი — ხილის გამყიდველებით დაწყებული, ოჯახის წევრებით დასრულებული. ასევე, სრულიად განსხვავებული ენის ქონა მაგრძნობინებს, რომ სამყაროსთან ჩვენი კომუნიკაცია ყოველთვის სხვადასხვაგვარია“.