in

Disney 55-წლიან არქივში 5-წუთიანი ვიდეოთი გვამოგზაურებს

პინოქიო დაბრუნდა და ამჯერად დისნეის არქივებში გვამოგზაურებს. Walt Disney Archives-ის 55 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კომპანიამ პატარა, მხიარული ფილმი გამოუშვა, რომელიც კულისებს მიღმა გვახედებს. 

BOG

A Daring Journey into the Walt Disney Archives-ის რეჟისორი ჯოანა პრატი გახლავთ და თანმიმდევრულად გვაჩვენებს, როგორ მივიდნენ პინოქიოს იმ ფორმამდე, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. მოდელი საწყობების ოთახებსა და ლაბორატორიებში მოგზაურობს, საბოლოოდ კი თავის გზას სხვა სახელგანთქმული ისტორიული ფიგურების გვერდით პოულობს. გზად ცნობილ არტეფაქტებსაც დაინახავთ, იქნება ეს დეტალები მერი პოპინსიდან თუ ტიტანიკიდან. 

არქივი, რომელიც დეივ სმიტმა 1970 წელს დააარსა, თავდაპირველად მიზნად დისნეის მემკვიდრეობის დაცვას ისახავდა, დღეს კი ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომლის ამოცანას ყველაფრის შენარჩუნება წარმოადგენს ხელით შესრულებული ანიმაციებით დაწყებული, კოსტიუმებით დამთავრებული. ასე კი ვხედავთ, როგორ ცდილობს დისნეი წარსულის ციფრულად შენახვას, არც ნივთებია უბრალოდ ყუთებში მოთავსებული და არც თაროებზე შემოდებული…

თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს!

რა კოგნიტური თვისებები აქვთ პროდუქტიულ ადამიანებს, ვისაც საქმე ბოლომდე მიჰყავთ