სუპერმარკეტებში უადგილოდ დადებული პროდუქტები ალბათ თქვენც ხშირად შეგხვედრიათ ან თავად დაგიტოვებიათ კვერცხი ტკბილეულის სექციაში, რადგან ყიდვა გადაიფიქრეთ… სწორედ ეს ინსაითი დაიჭირა Oreo-მ და იგი A Decision was made here-ის კამპანიად აქცია. ის შემთხვევები გვაჩვენა, როცა მომხმარებლები სხვა პროდუქტებს ორეოს ამჯობინებენ, მიღებულ გადაწყვეტილებაზე კი ორეოს გვერდით დატოვებული ბანანი, ტუალეტის ქაღალდი თუ სხვა ნივთები მოწმობს.
კამპანიის იდეა ავტენტურობა იყო, არაფერი უნდა დაედგათ და არაფერს უნდა შეხებოდნენ, უბრალოდ ადამიანებისთვის უნდა ეთქვათ, რომ გაეგრძელებინათ იმის კეთება, რასაც აქამდე შვებოდნენ. თუმცა ახლა ეს სპონტანური გადაწყვეტილებები ხილულად მარტივი, რეალური ფოტოების გამოყენებით აქციეს.
ორეოს კამპანიაზე LePub-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.