in

საერთაშორისო კონკურსი A’ Design Award & Competition დაიწყო!

დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსი A’ Design Award & Competition 2020 დაიწყო. განაცხადების მიღება უკვე შესაძლებელია. მონაწილეებს, ნამუშევრების წარდგენა, 6 სხვადასხვა კატეგორიაში შეუძლიათ: დიზაინი კომუნიკაციაში, პროდუქტის დიზაინი, ინდუსტრიული დიზაინი, არქიტექტურა და დიზაინი, მოდის დიზაინი, სერვისის დიზაინი.

A’ Design Award & Competition აჯილდოებს დამწყებ თუ გამოცდილ დიზაინერებს, რომლებიც შექმნიან კონცეფციას ან რეალურ პროდუქტს დიზაინის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ნამუშევრებს  წამყვანი პრაქტიკოსი თუ თეორეტიკოსი დიზაინერებით, ანტრეპრენერებითა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური აფასებს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტები საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდება – მათ, ორგანიზატორები, მედიას, გამომცემლებს, ინვესტორებს, პოტენციური პარტნიორებსა და მომხმარებლებს წარუდგენენ.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 2019 წლის 30 სექტემბერია. კონკურსის გამარჯვებულებს 2020 წლის 15 აპრილს დაასახელებენ.

A’ Design Award & Competition-ის 2018 და 2019 წლების გამარჯვებული ნამუშევრები:

 

 

აპლიკაცია, რომელიც დაკარგულ ძაღლებს ცხვირის ანაბეჭდით პოულობს

#ჯაზფესტივალამდე – ტრიო ნიდერლანდებიდან Kraak & Smaak