in

ნახეთ: A’Design Awards 2021 წლის გამარჯვებული სანათები

ამჟამად A’Design Awards 2022 წლის დაჯილდოების პროგრამაზე იღებს განაცხადს

კონკურსი A’Design Awards 100 სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს. მისი ორგანიზატორები ყოველთვის ცდილობდნენ, ინტერდისციპლინარული პროგრამა შეექმნათ. წლევანდელი კონკურსიც ნამდვილად ამას ემსახურება – აჯილდოებს დიზაინერებს და ასევე, ქმნის გარემოს, რომელიც დიზაინერებს თავიანთი პროდუქციისა და კარიერის განვითარებაში ეხმარება.

ამჟამად A’Design Awards 2022 წლის დაჯილდოების პროგრამაზე იღებს განაცხადს. მასში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ დიზაინერს შეუძლია. სტატიაში კი მიმდინარე წლის რამდენიმე გამორჩეული გამარჯვებულია წარმოდგენილი.

ეს პატარა სანათი სამუშაო მაგიდის კარგად განათებაში ეხმარება მომხმარებელს. იგი სრულად ერგება კონკრეტულ საჭიროებას, რადგან სანათის თავის სურვილისამებრ მოძრაობა ძალიან მარტივია. მონა შარმას მიერ შექმნილი სანათი 3D ბეჭდვის ტექნიკისა და მცენარეების პოლიმერების მეშვეობითაა შექმნილი.

ფოტოზე მოცემული მოდელი იესტინ დევისს ეკუთვნის, რომელიც არის როგორც მინის, ისე სანათების დიზაინერი. ალბათ, სწორედ ამიტომ ერწყმის მის ნამუშევარში ერთმანეთს გამჭვირვალე სტრუქტურა და სინათლე. ნათურები ცხელი შუშის ტრადიციული ტექნიკის გამოყენებით არის დამზადებული და თითოეული მათგანი უნიკალურია. სანათის ტალღოვანი დიზაინი კი სინათლის გამრუდებას უწყობს ხელს, რაც შთამბეჭდავ მომხიბვლელობას ქმნის.

რეი თენგ პაის სანათი ხაზოვან სტრუქტურას და ვერტიკალურ მილს მოიცავს, რომლის ბოლოდანაც სინათლის წყარო იღებს სათავეს. შემდეგ კი მიღებული სინათლე სხვადასხვა მიმართულებით იფრქვევა. თანაც, შუშის დისკის სასურველი მიმართულებით მიბრუნება ხელითაც შესაძლებელია.

“ჩემი სანათის კონცეფციები გარკვეულ ურთიერთქმედებას მოიცავს, რათა შუქის აღქმის გზა შეცვალოს. მან ცნობისმოყვარეობა და ადამიანის სინათლის წყაროსთან ურთიერთობა უნდა წაახალისოს” – ამბობს დიზაინერი დაბი რობერტი. ეს არის უნიკალური, მინიმალისტური სანათი, რომელიც თხელი სტრუქტურით გამოირჩევა. მრგვალი, მოქნილი დისკი სინათლის პოზიციის რეგულირების შესაბამისად იცვლება, რაც განათების მორგებაში და ყოველ ჯერზე განსხვავებული დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ.

ალექსეი დანილინის მიერ ლამპის ვიზუალური მეტაფორის სახით შექმნილი სანათი ნათურისა და ჩრდილის ხატოვან ფორმას ეყრდნობა. “შთაგონების მთავარი წყარო ეროვნული რუსული სათამაშო, მატრიოშკა იყო. უფრო ზუსტად, ეს იყო მისი დიზაინის პრინციპი” – ამბობს დიზაინერი.

სარეველა ბალახის დიზაინით შექმნილი სანათი საკმაოდ მოსახერხებელია – საერთო კონსტრუქციისგან ერთი ცალის გამოყოფა შეიძლება, რათა ხელის ჩირაღდნის მსგავსად გამოიყენოთ.

პენგ რენის სანათი ქვიშის საათს მოგვაგონებს. მისი ნათურა თავისუფლად მბრუნავი ჩრდილით გამოირჩევა. ე. წ. “ქვიშის საათის” ზედა ნაწილი LED ნათურებით არის განათებული. დროთა განმავლობაში კი ეს ზედა ნახევარი ნელ-ნელა დაბნელდება და ქვედა ნახევარი დაიწყებს ნათებას. თითქოს სინათლის ნაწილაკები ზემოდან ქვემოთ გადადის… ამ პროცესს დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.

დაბოლოს, ნანატრი მთავარი ჯილდოს მფლობელი სანათი Be Water გახდა. იგი რეფრაქციას იყენებს, რათა სინათლე წყალს დაემსგავსო… სანათი LED ნათურებით არის აღჭურვილი. ხოლო შუშის მილის ბრუნვისას იგი სინათლის მშვენიერ შაბლონებს ქმნის. საგულისხმოა, რომ სანათი ოთხი ქრომატული ვარიაციით არის შემოთავაზებული – Be Water, Be Fire, Be Air და Be Earth. ამ ვარიაციების მიღწევა სინათლის ფერის შეცვლით არის შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკი“, Global Finance-მა, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საუკეთესო ბანკად დაასახელა

Fiat-ის ახალი 500X – „ცხოვრების ნამდვილი სილამაზე“