ფიტნესი თითოეული ჩვენგანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ეს არის შეგრძნებების სინთეზი, დაწყებული ოფლიანობით, დასრულებული ენერგიული ტემპითა და სიჯანსაღით. უბრალოდ, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ინდივიდუალურ მიდგომასა თუ სურვილზეა დამოკიდებული.
Nike-ის სურვილი კი, სპორტულ სამყაროში ინოვაცია და შთაგონება დანერგოს, ყოველ ჯერზე კრეატიული გზებით გამოიხატება. ახლაც ახალი პროდუქტის წარსადგენად მუსიკალური ვიდეორგოლის მსგავსი რეკლამა შექმნა. მთელი სიუჟეტის განმავლობაში ვხედავთ ქალებს, რომლებიც სხვადასხვაგვარად ვარჯიშობენ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ვარჯიშს, სტილს თუ მოძრაობას ირჩევენ — ეს მრავალფეროვნება კი ყველაზე ჰარმონიულ ქაოსს ქმნის.
აქვე ბრენდი ამტკიცებს, რომ „თუ სხეული გაქვს, თავისთავად სპორტსმენი ხარ“.