ბოლო სამი წლის განმავლობაში ინგლისელი დიზაინერი Iancu Barbarasa ყვავილების ყოველდღიურ ჩანახატებს აკეთებდა, რათა საყვარელი ადამიანისადმი ყურადღება ამ ფორმით გამოეხატა. მის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ილუსტრაციების ხაზია წარმოდგენილი, თუ როგორ იცვლებოდა ფორმა და ფერები დროთა განმავლობაში — სერიაში 500 ვიზუალი შეირჩა.
„ყველაფერი 2020-ში, პანდემიის დროს დაიწყო. ორივე ჩვენგანისთვის კარგი გზა იყო დღის ღიმილით დაწყება ასეთ რთულ დროს. მართალია, პანდემია დასრულდა, მაგრამ ყვავილების ხატვა ჩვევად მექცა და სამი წლის თავზე დაახლოებით 1000 ყვავილი დამიგროვდა“, — იხსენებს მხატვარი.
ფუნჯით და კალმით დახატული ეს ფერადი ყვავილები იდეალურად ასახავს ურთიერთობაში ყოფნის სიხარულს. და რადგანაც Iancu-სთვის მუსიკა შემოქმედებითი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, ვიდეოს შოპენის Minute Waltz აფორმებს. „გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარწმუნებული არ ვიყავი, როგორ უნდა ამეწყო ყველაფერი. თვეები გადიოდა, მე კი სხვადასხვა იდეის ფორმირებაზე ვფიქრობდი. რეალურად, მუსიკა აღმოჩნდა მთავარი ბიძგი — მივხვდი, რომ კლასიკურ მუსიკასთან სინქრონიზება იდეალური გამოსავალი იქნებოდა“.