შობის დღესასწაული ბევრი ელემენტის ერთიანობას წარმოადგენს — დროთა განმავლობაში გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩამოგვიყალიბდა იმ ნივთების სია, რომლებიც დღის შემადგენელ ნაწილად იქცა. უბრალოდ, ეს საგნები ძირითადი ყურადღების მიღმა რჩება; თითქოს, განუყოფელ დეკორაციად კი გვევლინება, მაგრამ მათი რეალური არსებობს გვავიწყდება. სწორედ ამ იდეას მიეძღვნა Niceshit-ისა და Lobulo-ს მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, A Holiday Dream.
ანიმაცია შედგება როგორც ხელნაკეთი ფიგურებისგან, ისე AI ტექნოლოგიების ჩართულობით შემუშავებული კადრებისგან. რაც შეეხება სიუჟეტს, ავტორებს სტანდარტული კლიშეებისგან გათავისუფლება და ახლებური მიდგომის პოვნა სურდათ. „გადავწყვიტეთ, სხვა პერსპექტივით დაგვენახა შობის პერიოდი და ამიტომაც, იმ ნივთებზე გავაკეთეთ აქცენტი, რომელთა გარეშეც ეს დღე წარმოუდგენელია. ანიმაცია ნამდვილ გმირებს ეძღვნება — ისეთებს, რომელთა ძალისხმევის გარეშეც ახალი წელის უინტერესოდ ჩაივლის. თუმცა ხშირად ყოველი მათგანი შეუმჩნეველი რჩება“.












