in

ოკეანის ფსკერზე უცნაური არსებები აღმოაჩინეს!

ეს ამბავი მკვლევრებისთვის ახდენილ ოცნებას ჰგავს… ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროდან 2500 კილომეტრის მოშორებით მდებარე ორი ახალი საზღვაო პარკის გამოკვლევა დაუჯერებელ შედეგებს გვთავაზობს. მეცნიერებმა აქ უამრავ და უცნაურ თევზის სახეობას მიაგნეს — ისინი ფრთოსან თევზებზე, ბრმა გველთევზებზე, ზღვის ღამურებზე, ობობა-თევზებსა და განდეგილ კიბორჩხალაზე გვესაუბრებიან. მეტიც, მათ სურათებსაც გვიზიარებენ, რომელთა ნახვას ქვემოთ შეძლებთ.

M2
M2

ვიცით, რომ ეს რეგიონი მასიური წყალქვეშა მთებით არის დაფარული, რომლებიც დინოზავრის ეპოქაში ჩამოყალიბდა და რომ იგი წყნარ ოკეანესა და ინდოეთის ოკეანეებს შორის კრიტიკულ წერტილში არსებობს. ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ ახალი სახეობების აღმოჩენის პერსპექტივით. შესაძლოა, ეს სიცოცხლის ხის ახალი ტოტებიც კი იყოს, რომლებიც აქამდე ტალღების ქვეშ, შეუსწავლელ რეგიონში არსებობდა“, — ამბობს ტიმ ო’ჰარა, მეცნიერი.

ახალი საზღვაო პარკის ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე, ქოქოსისა და საშობაო კუნძულების გარშემო, მკვლევრებმა ფრთოსანი თევზების ჯგუფი დააფიქსირეს. სავარაუდოდ კი, იგი 6 ახალ სახეობას უნდა მოიცავდეს…

ხოლო სონარის გამოყენებით, მეცნიერებმა 130 000-კილომეტრიანი მოგზაურობის დროს 35 დღე ზღვის ფსკერის რუკის შედგენას დაუთმეს. მათ უძველესი წყალქვეშა მთები, ვულკანური კონუსები, კანიონები და ქედები აღმოაჩინეს. ჩამქრალი ვულკანები კი სადღაც 140-50 მილიონი წლის წინ უნდა ჩამოყალიბებულიყო… მეტიც, დაადგინეს, რომ ქოქოსის კუნძულები მასიური წყალქვეშა მთების ორი ტყუპი მწვერვალია, რომელიც ზღვის ფსკერიდან თითქმის 5000 მეტრით მაღლა დგას. აქვე, ზღვის დონიდან 350 მეტრზე მესამე ჩაძირული მწვერვალიც აღმოაჩინეს.

ეკიპაჟის თქმით, მათ ამდენი საგანძურის აღმოჩენა მას შემდეგ შეძლეს, რაც საცხოვრებლების ნიმუშები ბადეების დახმარებით 60-5500 მეტრის სიღრმიდან ამოიღეს. ო’ჰარას შეფასებით კი, ამ სახეობათა მესამედი სრულიად ახალი შეიძლება იყოს. მაგალითად, პოტენციურად ახალი ტიპის ბრმა გველთევზა, პრიალა და გამჭვირვალე კანით.

ამ თევზების თვალები ნამდვილად დაპატარავებულია. რეალურად, თუ სურათს დააკვირდებით, ნახავთ, რომ თვალები კანში პატარა ოქროსფერი ჩაღრმავებებივით აქვთ მოთავსებული. მართლაც მოშვებული, ჟელატინის მსგავსი კანი აქვს, რაც საკმაოდ იშვიათია“, — განმარტავს დაიან ბრეი.

აღმოჩენები ამით არ მთავრდება… ახლა ჩვენ ე. წ. ზღვის ღამურაზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ სახეზე გთხოვ, შემიყვარე“ გამომეტყველება აქვს.

მკვლევრებმა ზღვის ფსკერზე „დამაგრებულ“ კიდევ ერთ თევზს მიაგნეს, რომელსაც უცნაურად წაგრძელებული ფარფლები აქვს. ეს უკანასკნელი კი მას საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იფრინოს. ასე სავარაუდოდ იმიტომაა, რომ იგი თავის ნადავლს ელოდება… ვიზუალიდან გამომდინარე, მას ობობა თევზიც კი შეარქვეს.

მეტიც, განდეგილ კიბორჩხალას მიაგნეს, რომელიც ჯავშნად ზღვის სიღრმეში არსებულ მარჯანს იყენებდა. ეს რბილი მარჯნები ქვიშასა და სხვა მასალების ნაწილებს აერთიანებს, რათა საკუთარ თავს გარკვეული სტრუქტურა მისცეს და, როგორც ხედავთ, ამ პროცესის ნაწილი კიბორჩხალაც გახდა.

კონკრეტულ რეგიონს სახლად, ზემოთ ჩამოთვლილ არსებებთან ერთად, ულამაზესი ზღვის კიტრები, ვარსკვლავები და ლოკოკინებიც მიიჩნევენ… ხოლო, მას შემდეგ, რაც ხომალდი დაბრუნდება, აღებულ ნიმუშებს ტაქსონომისტები შეისწავლიან და დნმ-ის დახმარებით მათ რეალურ ვინაობასაც გაგვიმხელენ.

თიბისი დაზღვევაში, ქოლ-ცენტრის მაგივრად, ადამიანებზე ზრუნვის განყოფილება შეიქმნა!

ჰოლივუდის ვარსკვლავები ცდილობენ უკეთესი მშობლები გახდნენ – PlayStation-ის ვიდეორგოლი