in

მხატვრის მიერ შექმნილი მხატვარი რობოტი, რომელიც ძველ ჩინურ სტილში მუშაობს

ჰონგ-კონგელმა მხატვარმა ვიქტორ უონგმა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი შექმნა, რომელიც ძველი ჩინური ხელოვნების მიხედვით, დაახლოებით, 50 საათის განმავლობაში ხატავს ერთ ნამუშევარ. უონგს სამი წელი დასჭირდა რობოტის პროგრამირებისა და სრულყოფისთვის. რობოტს A.I Gemini ჰქვია და საკმაოდ კარგად ხატავს. მისი ნახატები ლონდონში 10 000£ ღირს.

აღსანიშნავია, რომ Gemini-ს შემქმნელმა არაფერი იცის მისი განზრახვის შესახებ. ანუ, მანამ, სანამ რობოტი ნამუშევარს არ დახატავს, არავინ იცის, რას აღმოაჩენს ნედლი ბრინჯის გამოყენებით დამზადებულ ფურცლებზე, რომლებსაც ის სახატავად იყენებს. თუმცა, ძირითადად Gemini ჩინურ სტილში ხატავს და შერეულ პეიზაჟებს ქმნის.

„ქალანის მეთოდის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელები „ბრიტანულ ცენტრში“

ავტოფარეხში შექმნილი საძიებო სისტემა, ანუ როგორ გაჩნდა Google