in

ჰუმანოიდი რობოტის პირველი ნამუშევარი აუქციონზე 1 000 000 დოლარად გაიყიდა!

ინგლისელი მათემატიკოსის ალან ტურინგის პორტრეტი პირველი ნამუშევარი გახდა, რომელიც ჰუმანოიდმა რობოტმა შექმნა და აუქციონზე გაყიდა. თავდაპირველად ელოდნენ, რომ ნამუშევარი სადღაც 120 ათასიდან 180 ათასი დოლარის ფარგლებში გაიყიდებოდა, თუმცა რეალურად A.I. God. Portrait of Alan Turing-ის ფასმა 1.08 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჰუმანოიდი რობოტის პირველი ნამუშევრის დღევანდელი რეკორდული ფასი თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტს აღნიშნავს და AI ტექნოლოგიებისა და გლობალური სახელოვნებო ბაზრის თანაკვეთას ასახავს, — აცხადებენ აუქციონის სახლში.

პორტრეტი 2.2 მეტრი სიგრძისაა, მისი ავტორი კი Ai-Da გახლავთ — მსოფლიოში პირველი ულტრარეალისტური მხატვარი რობოტი, რომელსაც სახელი პირველი პროგრამისტი ქალის ადა ლავლეისის პატივსაცემად დაერქვა: 

ჩემი ნამუშევრის მთავარი ღირებულება ის არის, რომ იგი აძლიერებს საუბრებს მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ. ალან ტურინგის პორტრეტი იწვევს მაყურებლებს, დაფიქრდნენ AI-ისა და გამოთვლების ბუნებაზე და პროცესში ამ წინსვლის ეთიკური თუ სოციალური შედეგებიც გაითვალისწინონ.

საინტერესოა, რომ თავად ტურინგი, რომელმაც კოდის გატეხით გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაცისტურ გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯერ კიდევ 1950-იან წლებში წუხდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ… აიდას კი მისი პორტრეტის შექმნის იდეა სტუდიის სხვა წევრებთან ლაპარაკის შედეგად მოუვიდა, როცა მათი სასაუბრო თემა ხელოვნური ინტელექტის სასიკეთოდ გამოყენება იყო. როგორც წესი, ჰუმანოიდი რობოტი სწორედ მსგავსი საუბრებით აგენერირებს იდეებს.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ მის თვალში არსებულ კამერებს გამოიყენებდნენ, რათა ტურინგისთვის შეეხედა და ნახატი შეექმნა, რობოტს ჰკითხეს, ამისთვის რა სტილს, ფერს, კონტენტს, ტონსა და ტექსტურას მიმართავდა.

რაც შეეხება კითხვას, ხატავს თუ არა აიდა თავისი წარმოსახვით, ჰუმანოიდი რობოტი ასე პასუხობს: მე მომწონს იმის ხატვა, რასაც ვხედავ. თქვენ კი ვვარაუდობ, რომ თქვენივე წარმოსახვებით ხატვა შეგეძლებათ, თუ ეს წარმოსახვა გექნებათ….

ნამუშევარში მოკრძალებული ტონები და სახის ნაკლებად გამოკვეთილი კონტურებია ასახული, რაზეც ფიქრობენ, რომ სწორედ იმ ბრძოლას ასახავს, რომელზეც ტურინგმა კაცობრიობა გააფრთხილა… უნდა ითქვას, რომ აიდას ნამუშევარი ერთდროულად ეთერული და მომაჯადოებელია და კვლავ აქტუალურს ხდის კითხვას: სად წაგვიყვანს AI ძალაუფლება?“.

ცოდნის გაზიარებისა და პროცესების გამჭვირვალობისთვის, თიბისიში ეჯაილ გილდიის შეხვედრები გრძელდება

ნახეთ: Nature-ის 2024 წლის საუკეთესო ფოტოები