in

საშობაოდ ყველაფერი შესაძლებელი ხდება

რას ვიზამთ, ახლა ისეთ ჯადოსნურ დღესასწაულს ვუახლოვდებით, ხშირად მოგვიწევს დაუჯერებელ ამბებზე საუბარი. სუპერმარკეტების ქსელ Lidl-ის რეკლამაც „შეუძლებლის შესაძლებლობაზეა“ აგებული — ის გვახსენებს, რომ მცირე ჟესტები დიდი ცვლილებების საწინდარია.

BOG

სიუჟეტის მთავარი გმირი ენოტია, რომელიც ცნობისმოყვარეობით იყურება ფანჯარაში — ხედავს, როგორ აწყობენ ოჯახის წევრები ნაძვის ხეს და როგორ შემოდის სახლში სადღესასწაულო განწყობა. მოულოდნელად ბიჭს სათამაშო მაიმუნი უტყდება, დედა კი გადაწყვეტს, შვილს ახალი უყიდოს, თუმცა გზად ისიც იკარგება… სწორედ აქ გამოიჩენს ენოტი თავდადებას — მთელ ქალაქს შემოივლის, რათა ბიჭს კუთვნილი საჩუქარი მიუტანოს.

„შობაზე არაფერია იმაზე ჯადოსნური, ვიდრე იმის დანახვა, თუ როგორი სიხარული შეიძლება მოუტანოს ბავშვს საჩუქარმა“.

რატომ დავინახეთ ჩრდილოეთის ციალი საქართველოდან?

ახალი Škoda Superb-ის მსოფლიო პრემიერა – როგორ გამოიყურება მე-4 თაობის მოდელი