in

ბებიები შვილიშვილებს მოუწოდებენ, თავადვე გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი — ევროპარლამენტის კამპანია

იმის გააზრება, რომ ჩვენი ერთი ხმა გადამწყვეტია და თავადვე გვაქვს რაღაცების შეცვლის უნარი, ზუსტად ის არის, რაზეც ახლა ევროპარლამენტის რეკლამაში საუბრობენ. თუმცა მეტად ემოციურ, დოკუმენტურ სტილში წარმოგვიდგენენ. ეს კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2019 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები გამოცხადდა. 

BOG

A Message to My Grandchild იმ შედეგებზე საუბრობს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ან ხმის მიცემაზე უარის თქმას ახლავს თან. რეკლამაში თაობებსა და ეროვნებებს შორის კავშირებზეა აქცენტი, რითაც დემოკრატიის ემოციურ პორტრეტს ხატავენ და ხმის მიცემის მნიშვნელობაზეც საუბრობენ. ფილმის გზავნილებს კი მნიშვნელოვნად აძლიერებს ძველი და ახალი კადრების შერწყმა. 

დოკუმენტურ რეკლამაში ბებიებისა და ბაბუების თაობაა ნაჩვენები, რომლებიც შვილიშვილებს თავიანთ ცხოვრებისეულ ისტორიებს უზიარებენ. ზოგს დემოკრატიულ სახელმწიფოში მოუწია ცხოვრება, ზოგს არა, რაც მათ საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი გზავნილები თავიანთ შვილიშვილებს და დანარჩენ ევროპას გადასცენ.

ევროპელი შვილიშვილებისა და ხანდაზმულების ემოციური კავშირით, რომლებმაც უკან არაერთი არჩევნები მოიტოვეს, კამპანია კრავს კავშირს წარსულსა და მომავალს შორის და იმედიანად აჩვენებს, რომ დემოკრატია არის პასუხისმგებლობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ გაგვაჩნია. უპირველესად, ეს ჩვენი წარსულის დამახსოვრებას ეხება, რადგან უამრავი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ დღევანდელ გამოწვევებთან. თუმცა მხოლოდ უკან ყურების გარდა, აქ აქცენტი წინსვლასა და დემოკრატიის მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე კეთდება, — აცხადებს იოჰან კოჰლერი, &Co-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

ევროპარლამენტის კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო &Co-მ შექმნა.

 

Kitchen & Living-ის ვიტრინის სააღდგომო ინსტალაცია

ბრენდისთვის უფრო რთულია სახელის შერჩევა თუ შვილისთვის? ქართველი მარკეტერები ნეიმინგის სერვისის შესახებ